იასამანს სასიამოვნო სურნელთან ერთად სამკურნალო უნარიც გააჩნია! ეფექტური საშუალებაა ზურგის ტკივილის წინააღმდეგ

495

იასამანს სასიამოვნო სურნელთან ერთად სამკურნალო უნარიც გააჩნია! ეფექტური საშუალებაა ზურგის ტკივილის წინააღმდეგ

ძალიან მიყვარს იასამანი. გაზაფხულის ამ მშვენიერ ყვავილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. სწორედ იასამნით ვამზადებ წელის ტკივილის წამალს, რომელიც მეზობელმა მასწავლა და მითხრა, რომ შველის ზურგისა და სახსრების ტკივილს. წელიწადში ერთხელ ვამზადებ წამალს და მთელი წელი მყოფნის.

ნაყენი ძალიან იოლად მზადდება: 1 ჭიქა იასამნის ყვავილებს დაასხით 0,5 ლ არაყი და ორი კვირით თავდახურული დადგით გრილ, ბნელ ადგილას. მზა წამალი გადაწურეთ და შეინახეთ მინის ბოთლში. როგორც კი მეწყება წელის ტკივილი, მაშინვე ვისვამ მტკივან ადგილას ნაყენს, თბილად ვიხვევ წელს რამდენიმე საათით. ზოგჯერ რამდენიმე დღე ვიტარებ ამ პროცედურას, ვიდრე ტკივილი მთლიანად არ მომეხსნება. დაავადებამ განსაკუთრებით ზამთარში იცის თავის შეხსენება. გაზაფხულზე მომზადებული ნაყენი ზამთარშიც მაქვს და ტკივილი აღარ მაშინებს. ჩემი რეცეპტი მათ გამოადგება, ვისაც ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი ან სახსრების ტკივილი აწუხებს. ექიმის კომენტარი: იასამანი საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს გლუკოზიდ სირინგოპიკრინს და მდიდარია C ვიტამინით. ფარმაკოპეაში იასამანი შეტანილი არ არის, თუმცა ქართულ სამკურნალო კარაბადინებში უხვადაა რეცეპტი, რომელშიც იასამანი ერთ-ერთი კომპონენტია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

იასამნის წყალს ცხვირში აწვეთებდნენ ცნობიერებადაკარგულ ადამიანს. ყვავილის ზეთს იყენებდნენ თავის ტკივილის სამკურნალოდ: „იასამანსა უსუნოს და ამისი ზეთი შეიცხოს, თავის ტკივილსა უშველის“ („კარაბადინი“). ზოგიერთ წამალს, რომელშიც იასამანი ან მისი ზეთი შედიოდა, ადუღებდნენ და მის ორთქლს ასუნთქებდნენ თავის ტკივილის დროს. სხვადასხვა ნერვული დაავადების დროს ავადმყოფს ტანს უზელდნენ იასამნის ზეთით, ყურის ტკივილისას და შუილის დროს კი ყურში აწვეთებდნენ. ხალხურ მედიცინაში იასამნის ფოთლის ნაყენს ხმარობდნენ ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად შაქრიანი დიაბეტის დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები