ჩაის ხის ზეთის 10 მნიშვნელოვანი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე!

1404

ჩაის ხის ზეთის 10 მნიშვნელოვანი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე!

ჩაის ხის ზეთს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად კანის პრობლემების დროს. იგი გამოიყენება, როგორც ძირითადი ინგრედიენტი სხვადასხვა კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო პროდუქტების დამზადებისას , მათ შორის სარეცხი საშუალებების, შამპუნების, კანისა და ფრჩხილების კრემებისთვის და ა.შ.

გაეცანით ამ 10 საუკეთესო გზას, რომ გამოიყენოთ საოცარი და უაღრესად ჯანსაღი ზეთი:

აკნეს მკურნალობა: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჩაის ხის ზეთის გამოყენებას შეუძლია იგივე შედეგების მოტანა, როგორც ჩვეულებრივ აკნეს სამკურნალო პრეპარატებს რომლებიც შეიცავს 5% ბენზოილ პეროქსიდს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოყენებას უფრო დიდი დრო სჭირდება, თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად, ჩაის ხის ზეთი გაცილებით ნაკლებად აღიზიანებს თქვენს კანს. აკნეს სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში ორჯერ, 45 დღის განმავლობაში.

ნაწიბურების მკურნალობა: ჩაის ხის ზეთს აქვს ისეთი თვისებები, რომელსაც შეუძლია სწრაფად ჭრილობების მოშუშება. გარდა ამისა, ის დაიცავს თქვენს ჭრილობებს ინფექციებისგან და შეამცირებს კანის ნაწიბურებს, რომლებიც გამოწვეულია გამონაყარებით.

ფეხებზე სუნის გაქრობა: შეგიძლიათ მოამზადოთ ფეხის ფხვნილი, რომელიც დაგეხმათ სუნის გაქრობაში. უნდა შეურიოთ სოდა და სიმინდის სახამებლი თანაბარი რაოდენობით. დაამატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი. სუნის მოსაშორებლად, უბრალოდ წაისვით ხსნარი ფეხებზე.

ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების მკურნალობა: ჩაის ხის ზეთი ძალიან სასარგებლოა სოკოვანი ინფექციების დროს. ძალზე მნიშვნელოვანია 100% ნატურალური ჩაის ხის ზეთის გამოყენება. გამოიყენეთ ზეთი დაავადების ადგილზე დღეში ორჯერ, 6 თვის განმავლობაში.

უფრო გლუვი კანი: ჩაის ხის ზეთი შეიცავს ზეთს, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაის ხის ზეთს შეუძლია ეფექტურად შეამციროს ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები.

მრავალი გამოკვლევის თანახმად, ჩაის ხის ზეთი სოკოს მკურნალობისთვის ეფექტური საშუალებაა. გახსენით იგი ნუშის და ზეითუნის ზეთში და წაისვით მტკივნეულ ადგილებში. ჩაის ხის ზეთს შეუძლია მოარჩინოს ხველა, გაციება და გულმკერდის ინფექციები. წაისვით ზეთი მკერდზე ძილის წინ. სცადეთ და არ ინანებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია