"თუ შარდს სისხლს აყოლებთ ეს საშუალება სასწრაფოდ უნდა გამოსცადოთ საკუთარ თავზე! მე მან მიშველა"
დღევანდელ სტატიაში მინდა საკუთარი მწარე გამოცდილება გაგიზიაროთ,რომელიც საბედნიეროდ ხალხური მედიცინის დახმარებით ჩემდა სასიკეთოდ დასრულდა, გაეცანით სრულად ნამდვილად არ ინანებთ:
"დინდგელს ანუ პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. თირკმლის ისეთი შეტევები მქონდა, რომ ნაბიჯს ვერ ვდგამდი, შარდსაც სისხლს ვაყოლებდი. დინდგელი დავანამცეცე, შინ გამოხდილ თაფლის არაყში ჩავყარე და ორი კვირა თავდახურული ბნელ ადგილას დავდგი, დღეში რამდენჯერმე ვანჯღრევდი ჭურჭელს, შემდეგ დავიწყე სმა და მართლაც საოცრება მოხდა თირკმელში კენჭის გავლა აღარასოდეს მქონია, აღარც ტკივილს შევუწუხებივარ. მის შემდეგ იმ დღიდან დინდგელი გახდა ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის უებარი წამალი.
საკუთარი წარმატებული გამოცდილების შემდომ მინდა ამ საშუალების შესახებ ბევრმა შეიტყოს, ამიტომაც გიზიარებთ თქვენც"
ექიმის კომენტარი: დინდგელი ფუტკრის პროდუქტია, რომელიც მართლაც უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ანტიმიკრობული მოქმედება მუარყოფით ბაქტერიათა უმრავლესობას. აქვს ანტიანთებითი, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. იყენებენ როგორც ხალხურ, ისე მეცნიერულ მედიცინაში სხვადასხვა ინფექციის, გინეკოლოგიური პათოლოგიების, კანის, კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
პროპოლისის სპირტიანი ნაყენი ასე მზადდება: 100 გ დანამცეცებულ პროპოლისს ამატებენ 500 მლ სპირტს ან არაყს და დგამენ ბნელ ადგილას 10-15 დღით, პერიოდულად ანჯღრევენ. მცირე რაოდენობით წყალში ან რძეში გახსნილი 20-30 წვეთი ნაყენი უნდა სვათ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ პროპოლისს ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ამიტომ ეფექტიანია გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების დროს.
წყარო: კარაბადინი