ამ ნაყენის შემდეგ წნევის წამალი აღარ მჭირდება ხოლმე! ხალხურ მედიცინაში აღმოვაჩინე ეს რეცეპტი. .

438

ამ ნაყენის შემდეგ წნევის წამალი აღარ მჭირდება ხოლმე! ხალხურ მედიცინაში აღმოვაჩინე ეს რეცეპტი. .

უკვე რამდენიმე წელია წნევა მაწუხებს, მაგრამ ვიცი, როგორ გავუმკლავდე. ამის პარალელურად მაქვს ჭარბი წონა, რაც, როგორც ამბობენ, ჰიპერტონიის დროს ჯანმრთელობის პირველი მტერია. ხალხურ მედიცინაში აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელიც ერთდროულად ორივე პრობლემას შველის, ოღონდ მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც ამ რეცეპტით გახდომა სურს:

ის მხოლოდ ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის არის განკუთვნილი. საჭიროა რამდენიმე სამკურნალო მცენარის ნაყენი. ამ მცენარეების დამზადება თავადაც შეგიძლიათ და აფთიაქშიც იყიდება.

3წილი შავბალახა, თითო წილი წყლის იელი, მინდვრის შვიტა და თირკმლის ჩაი დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ, 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი და შეფუთეთ. 30 წუთის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ჰიპერტონიის პირველ და მეორე სტადიაში, 1/3 ჭიქა ჭამის შემდეგ დღეში სამჯერ. ამ ნაყენის შემდეგ წნევის წამალი აღარ მჭირდება.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალ მცენარეულ კომპონენტებს აქვთ დამამშვიდებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, ქსოვილთა რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასეთი კომბინირებული ეფექტი უთუოდ მოგვცემს შედეგს ჰიპერტენზიის დროს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული კომპონენტი:

შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა. შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით,  მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების ნერვული აშლილობისა და შიშის დროს.

შვიტა შეიცავს ვაშლის, მჟაუნის, სილიციუმის მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული შეშუპების სამკურნალოდ, შარდსადენი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) სამკურნალოდ.

ხშირად შვიტას უნიშნავენ სხვა სამკურნალო ბალახების ნაკრებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შვიტის ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლის დენის, აგრეთვე ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს. შვიტის ნახარშს აქვს მადეზინფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

შვიტის ნახარში ან ნაყენი არ შეიძლება მიიღონ ნეფრიტების, ნეფროზების დროს, რადგან შესაძლებელია თირკმლის გაღიზიანება გამოიწვიოს. თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები.

გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.

წყლის იელი შხამიანია, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. თუ მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს ხანგრძლივად გამოიყენებთ, გირჩევთ, ეს კომპონენტი ამოიღოთ. იელს აქვს ოფლმდენი და ქსოვილთა აღმდგენი ეფექტი. ამგვარად, იგი ხელს შეუწყობს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ცვლას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს ეფექტი ზაფხულის პერიოდში.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები