დღესდღეობით საკმაოდ ბევრი დედა ამბობს უარს ჩვილის ძუძუთი კვებაზე, რაც დიდი შეცდომაა და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ! თუმცა თუ პრობლემა არასაკმარისი რძეა, მაშინ გეტყვით, რომ რძის მოსაყვანად უამრავი ხალხური საშუალება არსებობს. .

399

დღესდღეობით საკმაოდ ბევრი დედა ამბობს უარს ჩვილის ძუძუთი კვებაზე, რაც დიდი შეცდომაა და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ! თუმცა თუ პრობლემა არასაკმარისი რძეა, მაშინ გეტყვით, რომ რძის მოსაყვანად უამრავი ხალხური საშუალება არსებობს. .

დღესდღეობით ბევრი დედა ამბობს უარს ჩვილის ძუძუთი კვებაზე, რაც დიდი შეცდომაა და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. დედის რძეს ახალშობილს ვერაფერი შეუცვლის.

ამას ბევრი ქალი ვერ ხვდება და ათას მიზეზს იგონებს იმისათვის, რომ პატარა რაც შეიძლება მალე მოიშოროს მკერდიდან. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დედას მართლაც არ ჰყოფნის რძე შვილის გამოსაკვებად. ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა იჩქაროთ ხელოვნურ საკვებზე გადაყვანა, რადგან რძის მოსაყვანად უამრავი ხალხური საშუალება არსებობს.

ჩემს ქალიშვილს ჰქონდა მსგავსი პრობლემა და ძალიან დაგვეხმარა გვირილის ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 1 ს/კ გვირილას (აფთიაქში იყიდება) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და დააყენეთ 20 წუთი თავდახურულ ჭურჭელში. წესად უნდა აქციოთ 1/3 ჭიქა ნაყენის მიღება 3-ჯერ დღეში. რძე საგრძნობლად მოიმატებს და თქვენი პატარაც კარგად დანაყრდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: გვირილა სხვა რეცეპტებშიც არაერთხელ იყო მოხსენიებული და მისი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. გვირილა გამოირჩევა ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ტკივილგამა ყუჩებელი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, მთრიმლავი, საფაღარათო, ანტიალერგიული, დამამშვიდებელი, ანთებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტით. ამის გამო მას ფართოდ იყენებენ გარეგანი (კანისა და ლორწოვანის) თუ შინაგანი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების) დროს. ლაქტაციის გაძლიერებას ამ მცენარის ანთებსაწინააღმდეგო და სპაზმების მომხსნელი ეფექტი იწვევს. ორსულობისას გვირილის ნახარშის გამოყენებას არ გირჩევთ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია