“ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა, ე.წ. გაზები და უძილობა! ეს ნაყენი მირჩიეს, რომელიც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა”. .

550

“ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა, ე.წ. გაზები და უძილობა! ეს ნაყენი მირჩიეს, რომელიც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა”. .

ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა, ე.წ. გაზები და უძილობა. ექიმმა სხვადასხვაგვარი მზა წამალი დაუნიშნა, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე.

ჩემმა მეგობარმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, კამის ნაყენი მირჩია, რომელიც მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა: დაგჭირდებათ 1 ს/კ კამის თესლს (თუ კამის თესლი არ გაქვთ, ქორფა კამა დაჭერით წვრილად, დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და  ასვით ბავშვს დღის განმავლობაში წყლის მაგიერ.

ნაყენის მიღება უფროსებსაც შეგიძლიათ (მაგრამ მდუღარე დასხმული კამა 3-4 წუთით უნდა წამოადუღოთ, რომ ნაყენი უფრო მაგარი გამოვიდეს) და თავად დარწმუნდებით მის სიკეთეში.

ექიმის კომენტარი: ე.წ. კამის წყალს (კამის თესლის ნაყენს) ხალხური მედიცინა ძველი დროიდან იყენებს ჩვილ ბავშვთა მეტეორიზმის სამკურნალოდ. კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერ ზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B, B, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ვინც ცომეულსა და მშრალ საკვებს ეტანება, ვურჩევთ, დღეში ერთი კონა კამის ჭამას. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა.

თურმე ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას. აზიელებთან ერთად კამას პატივს სცემდნენ ეგვიპტელები და სამხრეთამერიკელებიც. კამას იყენებენ სამკურნალოდ, დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:

● ბაქტერიოციდული: აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;

● სპაზმოლიზური: ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;

● სისხლძარღვთა გამაფართოებელი: ხელს უწყობს სისხლის მისვლას ყველა ო ორ- განოში; • ჰიპოტენზიური: აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები