ღვიის ბუჩქებისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს!!

250

ღვიის ბუჩქებისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს!!

სოფელში ჩვენს ბაღში მრავლადაა ღვიის ბუჩქებია. აზრად არასოდეს მომსვლია, რომ მისი გამოყენება შემეძლო. შევნიშნე, ერთი ქალბატონი საგულდაგულოდ აგროვებდა ღვიის ნაყოფს. ვკითხე — რად გინდა-მეთქი.

ღვია ბრონქიტის და გაციების წინააღმდეგ საუკეთესო წამალიაო- მიპასუხა. ნაყოფი ნაძვის და ფიჭვის გირჩებს წააგავს, მოლურჯო ფერისაა და შიგნით რბილობი აქვს. მისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს. მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა, ბავშვები კი გაციებისას უწამლოდ მოვარჩინე.

მისგან საოცარი ჩაი ასე მზადდება: 1 ჩ/კ ღვიის კენკრას დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით ნახევარი საათი. შეგრილდება თუ არა, გადაწურეთ. ნახარში მომწაროა, კარგი იქნება თუ თაფლით დაატკბობთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში 4 მიღებაზე. 2-3 დღეში ბრონქიტის ნიშნები ქრება. ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ნახარშს ყელშიც ვავლებ. ღვიის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ შემოდგომაზე და გამოაშროთ. მისი გამოყენება ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზეც შეგიძლიათ.

ექიმის კომენტარი: ღვია 8-10 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. ჩვენში ღვიის ხესაც ეძახიან და საკმაოდ გავრცელებულია. ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, ტრიტერაპენიდებს, ძმრის, ვაშლის და ჭიანჭველმჟავებს, ფლავონოი- დებს, გლიკოზიდებს, პიგმენტებს.

ღვიის ნახარში შარდმდენია და აძლიერებს თირკმლის მილაკების ფილტრაციას. ღვიის პრეპარატები ასევე აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას, კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების პერისტალტიკას, აქვს ბაქტერიოციდული ეფექტი. ღვიაში შემავალი ეთერზეთი აძლიერებს ბრონქების ჯირკვლების სეკრეციას, ათხელებს ბრონქულ სეკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას. ღვიის პრეპარატებს ნიშნავენ თირკმლის უკმარისობით და სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული შეშუპებების დროს. ასევე იყენებენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების დროსაც. ღვიის პრეპარატები შედეგიანია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების (ტრაქეიტის, ლარინგიტის, ბრონქიტების) დროს. მას ნიშნავენ გასტროენტერიტების, ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული ჰეპატოპათიების დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია