“ძვირფასო მკითხველნო მინდა მოგაწოდოთ სისხლნაკლულობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი!”

1897

“ძვირფასო მკითხველნო მინდა მოგაწოდოთ სისხლნაკლულობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი!”

ძვირფასო მკითხველნო მინდა მოგაწოდოთ სისხლნაკლულობის სამკურნალო უებარი მცენარეული წამლის რეცეპტი. დღეს ძალიან გახშირდა სისხლნაკლულობა ამის მიზეზი, ალბათ, ჩვენი გაუკუღმართებული ყოფა, არასრულფასოვანი კვება და საერთო გაჭირვებაა.

ნუ შეშინდებით, ხალხურ მედიცინაში ასეთი ჯადოსნური რეცეპტი მოიპოვება, რომელიც უკვე არა ერთხელ წარმატებითაა გამოყენებული:

დაკრიფეთ აბზინდის ბალახი მაისში, როცა იგი თავისი ბიოლოგიური ძალით გამოირჩევა. ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში (გაავსეთ), დაასხით არაყი (რამდენსაც დაისხამს ბოთლის შევსებამდე). დადგით 21 დღე მშრალ, ნახევრად თბილ, ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა ოთახისაზე მაღალი იქნება.მიღება: ნაყენის ერთი წვეთი გახსენით ერთ სუფრის კოვზ წყალში, სვით დილით, უზმოზე, სამი კვირის განმავლობაში. თუ სისხლნაკლულობა მწვავე ფორმისაა, შეისვენეთ ორი კვირა და მიიღეთ კიდევ სამი კვირის განმავლობაში.

საკმაოდ ბევრ ადამიანს მძიმე პერიოდში გამოაგდა ეს ნაყენი, იმედია თქვენც გარგებთ!

ექიმის კომენტარი: აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც მის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. კერძოდ, მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, აჩქარებს წყლულის შეხორცებას კუჭ-ნაწლავში, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სისხლნაკლულობის დროს აბზინდის ეფექტიანობის შესახებ ჩვენთვის უცნობია.

თუმცა შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებითი ზემოქმედების შედეგად გაუმჯობესდეს რკინის შეწოვა და აღინიშნოს უკეთესობა ანემიის (სისხლნაკლულობა) დროს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აბზინდის ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა, მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო დიდი დოზებით მისი ნაყენის დალევის შემთხვევაში, ზოგადი ინტოქსიკაციის (მოშხამვის) ნიშნები ვითარდება, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პრეპარატის მიღებისას.

Facebook კომენტარები