ნატურალური კბილის პასტა!
დაანებე თავი ქიმიურ მათეთრებლებს!
სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვინც თავად აპირებს კბილის პასტის დამზადებას:
რჩევები: სოდა, როგორც კბილის პასტის ინგრედიენტი, რეკომენდებულია გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. სხვა დღეებში გაიხეხეთ კბილები მისი დამატების გარეშე.
მომზადებული კბილის პასტა შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.
@media screen and (max-width: 992px) {
.avia-banner .desktop{
display:none!important;
}
}
@media screen and (min-width: 992px) {
.avia-banner .mobile{
display:none!important;
}
}
რეცეპტი N1
ინგრედიენტები:
- მწიკვი კამის ფხვნილი;
- 1/3 ჩ.კ დარიჩინი;
- 2 ჩ.კ სოდა;
- 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი;
- მწიკვი ზღვის მარილი დაფქული ყავის საფქვავში;
- 1 ჩ.კ ქოქოსის ზეთი.
მომზადების მეთოდი:
- შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი ქოქოსის ზეთის გარდა.
- გახეხვამდე დაუმატეთ ქოქოსის ზეთი.
რეცეპტი N2
ინგრედიენტები:
- 60 გრ თეთრი თიხა;
- სალბის ზეთი 2-3 წვეთი;
- 2-3 წვეთი გვირილის ზეთი;
- 1 ჩ.კ თაფლი;
- 5-8 წვეთი წყალზე დამზადებული დინდგელი.
მომზადების მეთოდი:
- თიხა შეურიეთ მცირე რაოდენობით წყალს იქამდე, სანამ მასას არ მიღებთ.
- მირებულ მასას დაუმატეთ დინდგელი, თაფლი, გვირილისა და სალბის ეთერზეთები.
- კარგად მოურიეთ.
მზადაა. ეს კბილის პასტა აშორებს ნადებსა და კარგად ათეთრებს კბილებს.
რეცეპტი N3
ინგრედიენტები:
- 1/2 ჩ.კ დაფქული ზღვის მარილი;
- 2 ჩ.კ სოდა;
- 1/2 ჩ.კ საკმეველი (ფხვნილი);
- 3-4 პიტნის ფოთოლი;
- 1/2 ჩ.კ თეთრი თიხა;
- 2 ჩ.კ გლიცერინი;
- ნებისმიერი ეთერზეთის 6-8 წვეთი, რეკომენდირებულია აირჩიოთ: ლიმონი, როზმარინი, ფორთოხალი.
მომზადების მეთოდი:
- შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
- კბილის პასტა მზად არის.
ამოიღეთ ნაყიდი კბილის პასტა ხმარებიდან და დაამზადეთ ის საკუთარი ხელით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად ნახავთ შედეგს.
გაუზიარე შენი ორგანული და ბუნებრივი კბილის პასტის რეცეპტები მეგობრებს!



































