თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო ხალხურ საშუალებას ვეძებდი, ასეთი კი აღმოჩნდა ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი!

532

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო ხალხურ საშუალებას ვეძებდი, ასეთი კი აღმოჩნდა ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი!

ჩვენში დიდად არ აფასებენ ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და კარგ შედეგებს იძლევა სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას.

უკვე რამდენიმე წელია ჩემი ოჯახის მენიუში რეგულარულად მაქვს ეს პროდუქტი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლო თვისებების შესახებ კი რამდენიმე წლის წინათ შევიტყვე, როცა ჩემი მეუღლისთვის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო ხალხურ საშუალებას ვეძებდი. ასეთი აღმოჩნდა ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი.

თუ რეგულარულად დალევთ ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უთუოდ შეგიხორცდებათ. უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა ახალგამოწურული ოდნავ შემთბარი წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი ერთი თვეა! საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება. ძალიან სასარგებლო ყოფილა ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილიც; რეკომენდებულია მისი წვენის დალევა უზმოზე, შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას.

თუ ბუასილი გაქვთ, დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის თბილი წვენი. მაინტერესებს, კიდევ რისთვისაა სასარგებლო ყვავილოვანი კომბოსტო

ექიმის კომენტარი: ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია უჯრედისით, რის გამოც იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნას. ყვავილოვანი კომბოსტო რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის — მასში შემავალი ენზიმები ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. დაავადების საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B, B,, B ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოს მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმს C ვიტამინის დღიური დოზით. გარდა ამისა, ეს მცენარე დაბალკალორიულია და დიეტურ პროდუქტად ითვლება.

რეკომენდებულია ბავშვებისათვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მონელების დარღვევა, დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა.

ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობისას. გატარებული კომბოსტოს ფაფას უნდა შეურიოთ ერთი კვერცხის ცილა, წაუსვათ რამდენიმე ფენად გაკეცილ დოლბანდს, დაიდოთ დამწვარ ან ნაჭრილობევ ადგილას და შეიხვიოთ.

ხოლო ღრძილების ანთების დროს ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი უნდა გააზავოთ ანადუღარ თბილ წყალში (1:1) და სისტემატურად გამოივლოთ პირის ღრუში. შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება (ერთ ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენზე 1-2 ლიმონის წვენი, დღის განმავლობაში ერთი ჭიქა თბილი ნარევი).

Facebook კომენტარები