წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი, მეზობელმა კი მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი !! დღემდე მას ვემადლიერები. .

3399

წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი, მეზობელმა კი მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი !! დღემდე მას ვემადლიერები. .

წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. პერიოდულად, ნერვიულობისას, მქონდა აუტანელი შეტევები. ვსვამდი ალოხოლს, ნოშპას, ლევომიცეტინს და სხვა მრავალ წამალს, მაგრამ შედეგი არ მქონდა.

მეზობელმა მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი (მისი ეფექტიანობა თავად ჰქონდა გამოცდილი). თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წამალზე უკეთესი შედეგი მივიღე.

ნაყენი შემდეგნაირად უნდა დამზადდეს: 2 ს/კ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით წყლის ორთქლზე 20 წთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და მიიღეთ შემდეგი წესით: პირველ დღეს 1/3 ჭიქა; მე-2 დღეს — 1/3 ჭიქა, 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს — 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-4 დღეს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-5 დღეს 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, მე-6 დღეს 1/2 ჭიქა ერთხელ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში ნაყენის მიღება უნდა გაიმეოროთ 7 დღის შემდეგ. გთხოვთ, გააზიაროთ ეს რეცეპტი, რათა სხვებმაც გაიგონ უკვდავას სიკეთის შესახებ. ამავე დროს, ალბათ ძალიან გაინტერესებთ, როგორია ამ მცენარის მოქმედების მექანიზმი, რატომ აქვს მას დადებითი ეფექტი ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს?

ექიმის კომენტარი: უკვდავა ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. იგი აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენ- ტრაციას, ზრდის ქოლატების და ბილირუბინის შემცველობას ნაღველში. მას აქვს, აგრეთვე, სპაზმების მომხსნელი მოქმედება ნაწლავების, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.

გარდა ამისა, უკვდავას პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას. ექსპერიმენტულად დადგენილია უკვდავას ანტიბაქტერიული ეფექტიც. ნაღვლის სეკრეციისა და სპაზმების მოხსნის გზით უკვდავა ხელს უწყობს ქვიშისა და წვრილი კენჭების გამორეცხვას ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.

უკვდავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებსაც. ამრიგად, უკვდავაში თავმოყრილია ყველა ის ეფექტი, რომელიც აუცილებელია სანაღვლე გზების დაავადებათა მკურნალობისთვის. იგი ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, რაც წარმატების გარანტიას იძლევა. უკვდავას პრეპარატები ნაკლებტოქსიკურია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება ღვიძლის შეგუბება განვითარდეს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია