“მაწუხებს შაკიკი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, სანამ ამ ხალხური რეცეპტების გამოყენება არ დავიწყე! აი თურმე როგორი ყოფილა ცხოვრება ტკივილის გარეშე. .”

705

"მაწუხებს შაკიკი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, სანამ ამ ხალხური რეცეპტების გამოყენება არ დავიწყე! აი თურმე როგორი ყოფილა ცხოვრება ტკივილის გარეშე. ."

მაწუხებს შაკიკი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა რეგულარულად ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა და მდგომარეობა შედარებით შემიმსუბუქდა.

მინდა ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

თავი რომ არ აგტკივდეთ, დილაობით, უზმოზე უნდა სვათ მაგარი მწვანე ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა და სასურველია უშაქროდ მიიღოთ. თუ ტკივილი მაინც დაგეწყებათ, ხელები იდაყვამდე ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე.

- მწვავე შეტევისას კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი. მერწმუნეთ, ეს მარტივი საშუალება შვებას აუცილებლად მოგიტანთ და არც ძვირადღირებული წამლები დაგჭირდებათ.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული რჩევები დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენაში დაგეხმარებათ, ეს კი შაკიკის დროს დადებით ეფექტს მოიტანს. ასე რომ, გაითვალისწინეთ პრაქტიკული გამოცდილება და თავადაც გამოიყენეთ.

 აქვე კიდევ გთავაზობთ შაკიკის მკურნალობის ხალხურ #2 მეთოდს: როცა შეტევა დაგეწყებათ, 2-3 თავი ქართული ნიორი დანაყეთ, მიღებული მასა მოათავსეთ კოლჰოტის ნაჭერში, შუბლზე (მტკივან ადგილზე) დაიდეთ და შეიკარით დაახლოებით 10 წუთით.

შედეგს აუცილებლად მიიღებთ. გაითვალისწინეთ: თუ ნიორს კანზე ათ წუთზე მეტხანს გააჩერებთ, კანი დაგეწვებათ და შუბლზე ლაქა დაგრჩებათ, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე!

ექიმის კომენტარი: ნიორი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი მცენარეა და სწორედ ეს განაპირობებს მის გამოყენებას სხვადასხვაგვარი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

ნივრის ბოლქვში შემავალ ნივთიერებებს აქვს ანტიმიკრობული, სოკოსა და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციულ და მოტორულ ფუნქციას, ნაღვლის სეკრეციას. ნიორი ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი საშუალებაცაა.

იგი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს. ნივრის პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნად, აგრეთვე, ღვიძლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადებების, პნევმონიის, ზოგჯერ ბრონქული ასთმის დროს.

ნიორი გამოიყენება პროფილაქტიკისათვის გრიპის ეპიდემიის დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის ნევროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. შაკიკის დროს ნივრის გარეგანი გამოყენება შესაძლოა ნერვულ დაბოლოებებზე მის მასტიმულირებელ ზემოქმედებასთან იყოს დაკავშირებული. ამასთან, ნივრის ეთეროვან ზეთს ძლიერი დიფუზურობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგანი ხმარე- ბისას იგი ღრმად მდებარე ქსოვილებამდე აღწევს და კლინიკურ ეფექტს იძლევა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია