რამდენიმე წელია მაწუხებს ყელის ტკივილი, ყელში ლორწოს დაგროვება, თურმე ამდროს ეფექტიანია ყელში მუხის ქერქის ნახარშის გამოვლება!!

626

რამდენიმე წელია მაწუხებს ყელის ტკივილი, ყელში ლორწოს დაგროვება, თურმე ამდროს ეფექტიანია ყელში მუხის ქერქის ნახარშის გამოვლება!!

რამდენიმე წელია მაწუხებს ყელის ტკივილი, ყელში ლორწოს დაგროვება, ზოგჯერ სიმშრალე. აცივებისთანავე მიმწვავდებოდა მდგომარეობა, მეწყებოდა სიცხეები და მჭირდებოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ეფექტიანია ყელში მუხის ქერქის ნახარშის გამოვლება.

დავამზადე ასეთი ნახარში: 2ს/კ დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩავყარე მომინანქრებულ ჭურჭელში და დავასხი 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი. თავდახურული დავდგი მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით. შეგრილებული ნახარში გადავწურე და მდუღარე წყლით ისევ 1 ჭიქამდე შევავსე. ასეთ ნახარშ ვივლებდი პირის ღრუსა და ყელში დღეში 7-8-ჯერ.

ორკვირიანი კურსის შემდეგ დავისვენე 2 კვირა და ისევ გავიმეორე. საგრძნობლად გამიუმჯობესდა მდგომარეობა. ყელის ტკივილი აღარ მაწუხებს, აღარც ლორწო მიგროვდება. წამლები აღარ მჭირდება. თუ გავცივდები ხოლმე, ისევ მუხის ნახარშს ვიყენებ. ამასთან ერთად, დავიწყე თაფლის რეგულარული მიღება — ყოველდღიურად ვჭამდი 3-4 ს/კ თაფლს. რამაც, ალბათ, ორგანიზმი მომიძლიერა.

ექიმის კომენტარი: მუხა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. სამკურნალოდ იყენებენ მუხის ქერქს. მას აპრილიდან ივნისამდე აგროვებენ. გლუვი ქერქის მოსახსნელად წვრილ ღეროებზე ერთმანეთისაგან 30 სმ-ის დაშორებით დანით აკეთებენ ორ ღრმა წრიულ ნაჭდევს, მათ ღრმა გრძივი ნაჭდევით აერთებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აცლიან ქერქს. თხელ ფენად შლიან ქაღალდზე ან ქსოვილზე და აშრობენ ფარდულში ან სხვენზე, რომელიც კარგად ნიავდება, თან ყოველდღე აბრუნებენ.

გამშრალი ქერქი ტკაცუნით უნდა ტყდებოდეს, მას მშრალ ადგილას ინახავენ. შენახვა 5 წლის განმავლობაში შეიძლება. მუხის ქერქი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, პენტოზებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, სახამებლით, ლორწოთი და ფლობაფენით. აქვს შემომგარსავი, ანთებისა და ჭიის საწინააღმდეგო მოქმედება. მასში შემავალი ტანინი ამცირებს ანთებასა და ტკივილს, აჩერებს მიკროორგანიზმების ზრდას და ხოცავს მათ. ამ თვისებების გამო მუხის ქერქს ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და შარდგამომტანი გზების ანთებითი პროცესების, სტომატიტების, ღრძილებიდან სისხლდენის, ფაღარათის დროს იყენებენ.

მუხის ქერქის ნახარში ეფექტიანია სტომატიტის, გინგივიტისა და ფარინგიტის დროს ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ნაყენს პირის ღრუში დიდხანს გაიჩერებთ, შეიძლება მგრძნობელობა დაგიქვეითდეთ. რაც შეეხება თაფლს, მისი რეგულარული მიღება უთუოდ გამოიღებდა დადებით შედეგს, რადგან თაფლი მკვეთრად გამოხატული ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე პროდუქტია. ამასთან, იგი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია