მცენარეული ზეთების სამკურნალო თვისებები შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

941

მცენარეული ზეთების სამკურნალო თვისებები შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

მცენარეული ზეთების სამკურნალოდ გამოყენების კულტურა ითვლის ათასწლეულებს.

მცენარეული ზეთები მრავალი საუკუნეა რაც გამოიყენება ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ რასაც განაპირობებს მცენარეების განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა. სწორედ ასეთი მრავალფეროვნება განაპირობებს ზეთების მრავალფეროვნებასაც.

ზეთების გამოყენება შესაძლებელია როგორც გარეგანი ასევე შინაგანი სახით. ეს განაპირობებულია მცენარის ქიმიური შემადგენლობით.

ზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის ან სმენია მათ შესახებ.  თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სამკურანალო მცენარეს აქვს თავისი უარყოფითი თვისებები ასევე ყველა ზეთს აქვს თავისი უკუ ჩვენებებიც, ამიტომ, სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს უმჯობესია გაეცნოთ მის ანოტაციას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგიული ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ შემთხვევაში ზეთს ჰქონდა ალერგიული რეაქცია.

ეს გასაკვირი არ არის რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ალერგიული მრავალი საკვები პროდუქტის მიმართაც კი.

ამიტომ სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს, დაზღვევის მიზნით ყოველთვის უნდა შეამოწმოთ კანზე, შემხვევით ხომ არ ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაგაცნობთ ზოგიერთი ზეთის თვისებას:

  • ქოქოსის ზეთი მდიდარია ლაურინის მჟავათი, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმს, შედგება 90%-იანი ნაჯერი ცხიმისგან და ძალიან კალორიულია. ის მაღალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
  • სელის ზეთი მდიდარია (ომეგა-3) ცხიმოვანი მჟავებით (60%), რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, შველის კუჭის შეკრულობას, გამოიყენება სალათების შესაკაზმად.
  • ბრინჯის ზეთი E ვიტამინის წყაროა, შეიცავს სამ ნატურალურ ანტიოქსიდანტს. ტოკოფეროლს, ტოკოტრინოლს და ორიზანოლს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს. უძლებს 254 0C ტემპერატურას, ძალიან ცხიმიანია.
  • არაქისის ზეთი აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, მდგრადია თერმოტემპერატურისადმი, გამოიყენება შესაწვავად.

აუცილებლად სანახავი:შეამოწმეთ საკუთარი თავი! ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის 12 სიმპტომი

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები