როგორი სიმძიმის გრიპიც უნდა მქონდეს, ერთ კვირაში კარგად მხდის. დაბეჯითებით უკვე 15 წელია ვიყენებ ამ მცენარეს!

585

როგორი სიმძიმის გრიპიც უნდა მქონდეს, ერთ კვირაში კარგად მხდის. დაბეჯითებით უკვე 15 წელია ვიყენებ ამ მცენარეს!

როგორი სიმძიმის გრიპიც უნდა მქონდეს, ერთ კვირაში კარგად მხდის. დაბეჯითებით უკვე 15 წელია ვიყენებ ამ მცენარეს გრიპისა და ყოველგვარი გაციებისას. ვურჩევ მის გამოყენებას ყველას. …

და ჩემი რეცეპტი ასეთია: ჩავასხათ 0,5 ლ წყალი მომინანქრებულ ჭურჭელში, ავადუღოთ მასში ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი მატიტელა, მცირე ხნით დავაყოვნოთ ცეცხლზე და გადმოვდგათ. თავდახურული ჭურჭელი გავაჩეროთ ერთი საათი. შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ ღვინის ჭიქით (100გ) დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

ყოველ მეორე დღეს ახალი უნდა მომზადდეს. ბავშვებს შეიძლება ვასვათ დამტკბარი მატიტელას ნახარში სუფრის კოვზით. უნდა მივიღოთ ათი დღის განმავლობაში, შემდეგ შევისვენოთ და თუ საჭირო იქნება, ისევ დავლიოთ პერიოდულად.

ექიმის კომენტარი: მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებზე, ეზოებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. აგროვებენ მთელ მცენარეს, ფესვის გარეშე, ყვავილობის დროს. მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფლავონოიდური გლიკოზიდი, ხსნადი სილიციუმმჟავა, სათრიმლავი ნივთიერებები (3-4%). მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობასთან. მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომელშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტებისა და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს.

დამატებით საშუალებად უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს. მცენარეს იყენებენ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად, აგრეთვე, ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებად. მატიტელა შველის გაციებით გამოწვეულ ავადმყოფობებს, ბრონქიტებს, პნევმონიას, პლევრიტს, ბრონქულ ასთმასა და ფილტვების ტუბერკულოზს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.

Facebook კომენტარები