“დახეთქილი ქუსლების პრობლემა, რომელსაც მე შემდეგი ნარევის საშუალებით ვუმკლავდები!” – შეგიძლიათ ახლავე მოამზადოთ იგი. .

523

"დახეთქილი ქუსლების პრობლემა, რომელსაც მე შემდეგი ნარევის საშუალებით ვუმკლავდები!" - შეგიძლიათ ახლავე მოამზადოთ იგი. .

ზამთრობით დახეთქილი ქუსლები მაინცდამაინც არ გვაწუხებს (თუ არ გვტკივა), მაგრამ ზაფხულობით, როდესაც ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პრობლემა ერთბაშად მწვავდება.

მე მას შემდეგი ნარევის საშუალებით ვუმკლავდები: აიღეთ ალოე და 1 კვირით სიგრილეში (უმჯობესია, სარდაფში) დადგით. ოპტიმალურია 5-6 გრადუსი ტემპერატურა. შემდეგ რამდენიმე ფოთოლი მოაჭერით, გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. გამონაწურს შეურიეთ 3 წილი თაფლი, წაუსვით დოლბანდზე და დახეთქილ ქუსლებზე დაიდეთ. შეიძლება მთელი ღამის განმავლობაშიც დაიტოვოთ, დილით კი გარქოვანებული ადგილები მოიშორეთ, მიიღეთ ფეხის აბაზანა და წაისვით კრემი.

სწორედ ამ საოცაეი მცენარის საშუალებით დავაღწიე თავი ამ საშინლად დისკომფორტულ მდგომარეობას, თან საჭირო ინგრედიენტებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და არდამჭირვებია მათ მოსაძიებლად ზედმეტი წვალება.

იქნებ თქვენც ჩემსავით კმაყოფილნი დარჩეთ! აუცილებლად სცადეთ

ექიმის კომენტარი: ეს პრობლემა მართლაც ზაფხულში უფრო აქტუალურია, თუმცა თუ ზამთარში კანს სათანადოდ მოუვლით, წლის თბილ სეზონში ნაკლები პრობლემები შეგექმნებათ. ალოე საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა.

მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის საბრის, ახალი წვენისა და პრეპარატების სახით. საბრი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. დიდი დოზებით საბრის მიღება (0,5-1,0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს.

მცირე დოზებით (0,05-0,2 გ) აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას. ალოე შედის „სიცოცხლის გამახანგრ- ძლივებელი ელექსირის“ შემადგენლობაში. ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს იდებენ ალოეს წვენში დასველებულ დოლბანდს ან პირდაპირ იწვეთებენ წვენს დაზიანებულ ადგილას. ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება).

ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერიმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია