“ამპუტაციის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე (ისეთ დღეში მქონდა ზედა და ქვედა კიდურები, რომ საწოლიდან ვერ გადმოვდიოდი “. .

552

"ამპუტაციის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე (ისეთ დღეში მქონდა ზედა და ქვედა კიდურები, რომ საწოლიდან ვერ გადმოვდიოდი ". .

"ერთ-ერთი სტატიის კომენტარებში წავიკითხე მკითხველის წერილი, იმდენად დაზიანებული მაქვს ქვედა კიდურების სისხლძარღვები, რომ კიდურების ამპუტაციას მიპირებენო. ამპუტაციის თავიდან ასაცილებლად მას ვთავაზობ საუკეთესო რეცეპტს,

რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე (ისეთ დღეში მქონდა ზედა და ქვედა კიდურები, რომ საწოლიდან ვერ გადმოვდიოდი):

ორი მუჭა ასკილი (ოღონდ თქვენი მუჭა უნდა იყოს დაჭყლიტეთ ნივრის საჭყლეტში ისე, რომ თითოეული მარცვალი გასკდეს და თესლი გამოჩნდეს ან გადმოიყაროს. შეურიეთ 2 ს/კ შავთავა (არ შეგეშალოთ შავბალახაში). ჩაყარეთ ორლიტრიან მომინანქრებულ ჭურჭელში, აავსეთ ქაფქაფა მდუღარე წყლით. ხარშეთ 15 20 წუთი საშუალო ცეცხლზე.

წყალი, რაც მოაკლდება დუღილისას, გამორთვის შემდეგ შეავსეთ მდუღარეთი და დაახურეთ ხუფი, ვიდრე არ გაგრილდება. სვით დღეში სამი ან ოთხი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. პირველი დალევა უზმოზე სჯობს. ჭიქაში შეგიძლიათ ჩააწუროთ ერთი ნაჭერი ლიმონი. ორ კვირაში შვებას იგრძნობთ. მიიღეთ ხანგრძლივად.

გისურვებთ გამოჯანმრთელებას!

ექიმის კომენტარი: შავთავა ბალახი მრავალწლიანი მცენარეა, 10-40 სმ სიმაღლის, აქვს სწორად მდგომი ოთხწახნაგოვანი ღერო, მოგრძო, კვერცხისებური ფოთლები და იისფერი, ორტუჩა ყვავილები. ყვავილობს ივნის-სექტემბერში. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ღერო, ფოთლები და ყვავილები ყვავილობის პერიოდში. მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს: კუმარინებს, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს, ფენოლის მჟავებს, ეთერზეთებს, აგრეთვე, ორგანულ მჟავებს და მიკროელემენტებს (ბორს, სპილენძს, მანგანუმს, თუთიას, ვერცხლს, ასკორბინის მჟავას, K ვიტამინს, კაროტინს).

მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, ჰიპოტენზიური, ანტიმიკრობული, ოფლდენის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, მატონიზებელი მოქმედება. შავთავას ნაყენს იყენებენ ჩინურ და ინდურ მედიცინაში, ჰომეოპათიასა და სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში გაციების, ცხელების დროს; ანგინის, დიფტერიის, ჰიპერთირეოზის, ფაღარათის, გასტროენტერიტის, დიზენტერიის, სისხლდენის, შეშუპების, გინეკოლოგიური პათოლოგიების, გულის დაავადებების დროს.

ფოთლების ნახარშს ხალხური მედიცინა გვირჩევს ტკივილის დროს. მცენარის ნაყენი რეკომენდებულია ზოგიერთი ფორმის ეპილეფსიის დროსაც. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ შავთავას აქვს სოკოს საწინააღმდეგო აქტიურობაც. ამიტომ მას კანის სხვადასხვა დაავადების და ქერტლის დროსაც იყენებენ. მცენარის უკუჩვენებაა თრომბოფლებიტი და ორსულობა. ასკილის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ ამ მცენარის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით. ასკილის ნაყენს იყენებენ ავიტამინოზების, ანემიების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, სისხლდენების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, კარდიოლოგიური პათოლოგიების დროს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია