სუფთა სისხლძარღვები: 5 ოქროს რეცეპტი ექიმბაშებისგან

3443

სუფთა სისხლძარღვები: 4 ოქროს რეცეპტი ექიმბაშებისგან

ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი ადამიანი უჩივის ღამით დაბუჟებული თითების უსიამოვნო შეგრძნებას. ხშირად ეს ნიშნები მიუთითებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარებაზე.

ათეროსკლეროზი გულის ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა. ამ დროს  სისხლძარღვების კედლები სქელდება და ქოლესტერინის დეპოზიტები იქმნება სისხლძარღვების დაზიანების ადგილებში, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მოძრაობას. ათეროსკლეროზს შეუძლია სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და  ინსულტის პროვოცირება. 

იმისთვის, რომ  თავიდან აიცილოთ ათეროსკლეროზი, თავიდანვე უნდა იზრუნოთ მის შეჩერებაზე. თუ თავიდსანვე დაიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას, აღარ დაგჭირდებათ ექიმებთან ვიზიტი და ძვირადღირებული წამლების მიღება. თქვენ შეძლებთ სახლის პირობებშიც იმკურნალოთ ათეროსკლეროზი.

სისხლძარღვების გაწმენდა საშინაო საშუალებებით

  • სელის თესლის ჟელე

სელის თესლებში შემავალი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ახდენენ სისხლის წნევის ნორმალიზებას, ხელს უშლიან არტერიების ელასტიურობის დაკარგვას და 75% -ით ამცირებენ არტერიების კედლებზე ქოლესტერინის დეპონირებას. პროდუქტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ⅓ ნაწილი სელის თესლის და 1 ლიტრი წყალი.

საღამოს, ქვაბში მოათავსეთ სელის თესლი და შემდეგ დაასხით წყალი, ქვაბი დადგით გაზქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ქვაბი და  შეინახეთ 2 საათის განმავლობაში. დილით, გაწურეთ იგი და ჩაასხით სითხე მინის ჭურჭელში, რომელსაც ზემოდან თავსახურს დააფარებთ. თქვენ მიიღებთ დაახლოებით 850 მლ/ლ ჟელეს მსგავს სითხეს. 

მიღებული სითხე დალიეთ 5 დღის განმავლობაში: 1/3 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ჭამის წინ.

ნიგოზი და ზეთისხილი

ამ ნივთიერების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1,5 კგ გარჩეული კაკალი და 0,5 კგ ზეთისხილი. გაატარეთ ორივე ინგრედიენტი ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა მიირთვით ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი. შეინახეთ ნარევი მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში. მკურნალობის კურსი დაახლოებით ორ თვეს გრძელდება.

ლიმონისა და ნივრის ნაყენი

ლიმონი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს სისხლძარღვებს. ნიორი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომლებიც თრგუნავენ ათეროსკლეროზის განვითარებას. ყოველდღიურად მიირთვით 3-5 კბილი ნიორი, ეს სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. ლიმონისა და ნივრის წამალი ხელს შეუწყობს ანთების შემსუბუქებას, ზეწოლის ნორმალიზაციას.

დაჭერით 10 კბილი ნიორი და 1 ლიმონი, შეურიეთ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში. მოიხმარეთ 1 სუფრის კოვზი 1-2 ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

თაფლი და დარიჩინი

წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ლიტრი ადუღებული  წყალი, 2-3 სუფრის კოვზი თაფლი, 25 გრამი დარიჩინი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და დაელოდეთ მის ბგაგრილებას. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს 1 თვის განმავლობაში.

 

Facebook კომენტარები