როგორ დავარეგულიროთ არითმია სახლის პირობებში

3099

როგორ დავარეგულიროთ არითმია სახლის პირობებში

არითმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა, პროგნოზის თვალსაზრისით იგი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს. არითმიების დიფერენცირება და მათი ადეკვატური მკურნალობა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

არსებობს არითმიის უამრავი სახეობა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული დაავადებით ან მის უკან იდგეს ემოციური გადაძაბვა, ან ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ან ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით კარგვა და სხვა.

ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევა ვითარდება მეორეულად, ანუ ის რომელიმე სხვა ორგანოს დაავადების სიმპტომია.

მაგალითად: ჩიყვის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია არითმია; ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს რომელიმე ტიპის არიტმიის განვითარება და ა.შ.

კუნელის ნაყენი

არითმიის, გულის დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა მოამზადოთ ხმელი ყვავილების ნაყენი. 10 გ ნედლეულს დაასხით 10 დღით 100 მლ არაყი ან 70%-იანი სპირტი, დააყენეთ ბნელ ადგილას, თავსახურულ მდგომარეობაში. გადაწურეთ, ჩაასხით მუქი შუშის ფლაკონებში.

გამოიყენეთ ნაყენი არითმიის სამკურნალოდ (ეფექტი გაძლიერდება კატაბალახას ან/და შავბალახას დამატებით), გულის არეში ტკივილისა და არითმიის მოსახსნელად.

დამამშვიდებელი ჩაი კუნელით

არითმიის დროს საჭიროა სიმშვიდე. ეს ნაყენი არითმიის დროს დაგეხმარებათ იყოთ მშვიდად.

დანაყეთ 1 ს.კ. კუნელის ხმელი ნაყოფი, დაუმატეთ რამდენიმე ღერო პიტნა, 1 ს.კ. თხაწართხალა, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ ჩაიდანში 15 წუთით. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი.

ყველა აღნიშნული მცენარე ხელმისაწვდომია ყველგან.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია