ათეროსკლეროზის მკურნალობის სწრაფი და ეფექტური მეთოდები
ჭარბ წონასთან ბრძოლა, ცხოვრების აქტიური წესი და დიეტა რომ საუკეთესო მეთოდებია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, დიდი ხანია ცნობილია.
ექიმი წლების განმავლობაში მირჩევდა, შემეზღუდა შაქარი, ტკბილეული, მოვრიდებოდი ქოლესტერინით მდიდარ საკვებს — ტვინს, კვერცხის გულს, ხიზილალას, ცხიმიან ხორცსა და თევზს, მარილსა და ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ბულიონს).
ამასთან ერთად, ხალხურ რეცეპტებსაც წარმატებით ვიყენებდი. აი რამდენიმე მათგანი:
საჭიროა წითელი სამყურას აყვავებული, დაფოთლილი ტოტები, შეგროვებული ყვავილობის დასაწყისში. 40 გრამ ნედლეულს დაასხით 500 გრამი არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 20 გრამი სადილის ან ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3 თვე ათ დღიანი შუალედით.
6-7 თვის შემდეგ კურსი შეიძლება გაიმეორეთ. მიიღება, როდესაც ათეროსკლეროზს თან სდევს თავის ტკივილი და ყურებში შუილი.
- ყოველდღე მიიღეთ უზმოზე 200-300 მლ ცხელი ანადუღარი წყალი (ისეთი ტემპერა-
ტურისა, როგორსაც გაუძლებთ). ის წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.
მოხუცებულთა ათეროსკლეროზის შესამსუბუქებლად კარგია კულმუხოს ფესვის ნაყენი:
40 გრამს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, 10 დღით დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას, მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი. კურსი თვენახევარს გრძელდება.
ათეროსკლეროზის დროს ეფექტურია ოხრახუშის ნაყენიც. თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს მიიღეთ ქრისტესისხლას ნაყენი — 3 ჭიქა, 200 მლ დღეში.
თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს ასევე რეკომენდებულია ასფურცელას ფესვის ნახარში: 200 გრამი ფესვი 2 საათს ადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში. მიიღეთ ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით
აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.