გაგაცნობთ ზაფრანას, როგორც თვალის დაავადების სამკურნალოდ ერთ ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ საშუალებას!

528

გაგაცნობთ ზაფრანას, როგორც თვალის დაავადების სამკურნალოდ ერთ ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ საშუალებას!

შესაძლოა ეს ბევრი თქვენგანისთვის სრულიად მოულოდნელი სიახლე იყოს და ამავედროს შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრსაც გეცნოთ.

დიახ, დღევანდელ სტატიაში გვსურს უფრო დეტალურად მოგიყვეთ ზაფრანას შესახებ, რომელიც ამავდროულად გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება

მისი გამოყენება დაგეხმარებათ თვალის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გლაუკომას, დიაბეტური რეტინოპათიის და ასაკობრივი მაკულოდისტროფიის დროს. მცენარე ჩვენი მხედველობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.

ზაფრანა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სანელებლად ითვლება, რაც მისი მოსავლის აღების სირთულესთანააა დაკავშირებული. მცენარე შეიცავს საკმაოდ ბევრ ნატურალურ კაროტინოიდს, რომელიც ასაკოვან ხალხში თვალის ბადურას და ბროლს იცავს. შესაბამისად ზაფრანა ბადურის უჯრედების სტრუქტურის და ფუნქციის აღდგენას ხელს უწყობს.

მასში შედის ანტიოქსიდანტური კაროტინოიდები, კროცეტინი და კროცინი, რომელთაც უჯრედულ დონეზე ძლიერი დადებითი ზემოქმედება აქვთ და ნეირონებს იცავენ. ასევე არაერთმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზაფრანას იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ნეირონების დამცავი და თვალისთვის ძალიან სასარგებლო ეფექტი აქვს. კაროტინოიდები ბადურის უჯრედებს იცავს, ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციასთან დაკავშირებული ჟანგვითი სტრესით დაზიანებულ ფუნქციას და სტრუქტურას აღადგენს.

უნიკალური თვისებების წყალობით ბადურის გარკვეული გენების აქტივოვის დონის შეცვლა შეუძლია, რითაც მის აღდგენასა და დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზაფრანის ექსტრაქტი გლაუკომას დროს თვალშიგა წნევას ამცირებს, ასევე დიაბეტური რეტინოპათიის დროს მხედველობის სიმკვეთრეს აუმჯობესებს.

ზაფრანას ექსტრაქტი არა მხოლოდ თვალის სამკურნალოდ, არამედ უძილობის დროსაც დაგეხმარებათ. მაგალითად უძილობის მქონე ადამიანების სამკურნალოდ, ერთ კვირაში მათი ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მეცნიერების ექსპერიმენტში 18-დან 70 წლამდე ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც გარკვეული მიზეზით ძილის პრობლემები აწუხებდათ. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყეს. პირველ ჯგუფს 28 დღე ზაფრანის ექსტრაქტს (დღეში 14 მგ) აძლევდნენ, დანარჩენებს – პლაცებოს. მოხალისეებმა კვლევის ბოლომდე არ იცოდნენ, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

ყოველი კვირის ბოლოს მონაწილეებს გამოკითხვა უტარდებოდათ, რომ გამოხატული უძილობის ინდექსი გაეგოთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ზაფრანის ექსტრაქტს იღებდნენ, ძილის ხარისხი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებული ჰქონდათ. გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა. მეცნიერები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ, რომ გაიგონ, რატომ აუმჯობესებს ზაფრანა ძილს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია