რა შეიძლება გამოიწვიოს მარილის ჭარბმა მოხმარებამ? ეს უნდა იცოდეთ

1053

რა შეიძლება გამოიწვიოს მარილის ჭარბმა მოხმარებამ? ეს უნდა იცოდეთ

ხშირად ვერც კი ვხვდებით, რამდენ მარილს ვჭამთ დღეში. მზა პროდუქტები და სოუსები ასევე ხშირად გამდიდრებულია "ძალიან ბევრი" მარილით. ყოველთვის უნდა აკონტროლოთ ამის მიღების დღიური ნორმა. თუ ძალიან ბევრ მარილს მოიხმართ, ეს არ არის კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დაავადების და მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი.

1. მარილის ჭარბი დოზა აკავებს წყალს სხეულში

თითები ან სახე შეგიშუპდათ?  როდესაც ძალიან ბევრ მარილს მოიხმართ, ორგანიზმში ხდება წყლის შეკავება. რისი გაკეთება შეგიძიათ ამის გამოსასწორებლად? დალიეთ უფრო მეტი წყალი და ასევე მარილის მოხმარება ცოტათი უნდა შეამციროთ.

ყველამ ვიცით, რომ როდესაც ძალიან მარილიანი რამ გვაქვს ნაჭამი , ჩვეულებრივ, ძალიან გვწყურია. რატომ ხდება ასე?  მარილი შლის ჩვენს სხეულს. იგი არღვევს მარილ-წყლის ბალანსს ჩვენს სხეულში. ამ წონასწორობის აღსადგენად საჭიროა მეტი წყლის დალევა. უმჯობესია დალიოთ სუფთა წყალი და არა ხილის წვენები.

3. აბაზანაში შესვლის გახშირება

ტუალეტში შესვლა უფრო ხშირად გიწევს, ვიდრე ჩვეულებრივ? მაშინ ალბათ ძალიან ბევრი მარილიანი საკვები მიირთვით. თქვენი თირკმელები ჩვეულებრივზე მეტად მუშაობენ, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი გამოვიდეს. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენი შარდი ჩვეულებრივზე ოდნავ მუქად გამოიყურებოდეს.

4. მეტი სურვილი არაჯანსაღი საკვების მიღებისკენ

თუ ძალიან ბევრი მარილიანი საკვები გაქვთ მირთმეული, შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოგინდეთ რაიმე არაჯანსაღი საკვები- ჩიფსების, შოკოლადი ან კარტოფილი ფრი. მარილიანი ნივთიერებების  რეგულარული მაღალი მოხმარება იწვევს სურვილს კიდევ უფრო მარილიანი და ცხარე საკვების მირთმევისა. ეცადეთ არ გამოიყენოთ სანელებლები ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ თქვენი გემოვნება ნელ-ნელა განახლდება.

5. თავის ტკივილი

ხშირად გაქვთ თავის ტკივილი? ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ. კვლევის თანახმად, იმ მოზრდილებს, რომლებიც დღეში 3.5 გრამ მარილს ჭამენ, გაცილებით მეტი თავის ტკივილი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დღეში მხოლოდ 1.5 გრამ მარილს მოიხმარს.

6. უფრო სწრაფი კრუნჩხვები

გაქვთ კუნთების კრუნჩხვები? მიზეზი შეიძლება ასევე იყოს მარილის ჭარბი მოხმარება. ძალიან ბევრი მარილი ცვლის ბალანსს სხეულში მარილსა და კალიუმს შორის. ეს იწვევს კუნთების კრუნჩხვას ვარჯიშის შემდეგაც კი.

7. ზედმეტად მაღალი წნევა

სხეულში ძალიან ბევრმა მარილმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა. უკვე გაქვთ მაღალი წნევა? ამისთვის ჯერ უნდა შეზღუდეთ და მკვეთრად შეამციროთ მარილის მოხმარება. ხანგრძლივი მაღალი არტერიული წნევა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და გულის დაავადებები და დააზიანოს თქვენი თირკმელები.

რამდენი მარილის მიღებაა დღეში კარგი?

მოზრდილებმა არ უნდა მიიღონ დღეში 6 გრამზე მეტი მარილ. ეს იგივეა, რაც 1 კოვზი. თუ გიყვართ მარილიანი საკვები, შეეცადეთ შეამციროთ  ნელ-ნელა მიღების დოზა. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ზემოთ აღნიშნული დაავადებების რისკ ქვეშ აღმოჩნდეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია