ამ ხალხური მეთოდებით შევძელი და მძიმე სურდო ერთ დღეში მოვიშორე!

316

ამ ხალხური მეთოდებით შევძელი და მძიმე სურდო ერთ დღეში მოვიშორე!

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ იმ მეთოდების ჩამონათვალი, რომელთა დამხარეითაც სურდოს სულ რაღაც 1 დღეში უპრობლემოდ დაამარცხებთ!

გაეცანით მათ და აუცილებლად შეინახეთ, რადგან საჭირო დროს აღარ დაგჭირდეთ ზემდეტი ძებნა

იმუნიტეტის გამაძლიერებლი ხალხური საშუალაებები:

–  ახალდაწურული ხახვის წვენი და არაყი 1:1 თანაფარდობით აურიეთ.  შემდგომ კი დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და 1/3 ლიმონის წვენი. თუ 40-75 კგ–ს იწონით, ნახევარი ჭიქა კოქტეილი დალიეთ, ხოლო 75 კგ–ზე ზემოთ – 1 ჭიქა. ნარევი მცირე ყლუპებით მიიღეთ და შემდეგ თბილ საბანში გაეხვიეთ და მინიმუმ 8-10 საათით დაიძინეთ.

გაითვალისწინეთ, რომ მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც კუჭ–ნაწლავის დაავადებები არ აწუხებს ან ზემოთ მოცემულ ინგრედიენტებზე ალერგია არ აქვს.

– ასევე დაგეხმარებთ დამატებითი საშუალებებიც– სურდოს განკურნებაში 1 ჭიქა ცხელი რძის, თაფლის, კარაქის და მწიკვი სოდის ნარევი დაგეხმარებათ. ნარევი ძილის წინ დალიეთ. რამდენიმე საბანში გაეხვიეთ, რომ კარგად გაოფლიანდეთ. ამ პროცედურის შემდეგ მეორე დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

– ამ მეთოდის შესახებ შესაძლოა აქამდეც ბევრჯერ გსმენიათ!: 2 ლიმონი თაფლთან ერთად შეჭამეთ ან დრაჟე მიირთვით, რომელიც C ვიტამინის აუცილებელ რაოდენობას შეიცავს. სურვილის შემთხვევაში, ციტრუსი 3 ლ წყალში მოხარშეთ, თაფლი ან შაქარი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ კუჭის დაავადებები არ გაწუხებთ!

მეთოდი 2 – კომპლექსური მკურნალობის მეთოდები, რომლებიც მედიკამენტების დახმარების გარეშე მალევე გამოგაჯანმრთელებთ!

– სისუსტის გასაქრობად და დაკარგული ენერგიის აღსადგენად ორგანიზმი უნდა გაათბოთ. ამისთვის თბილი აბაზანა მიიღეთ. წყლის პროცედურის დროს ზომები დაიცავით და ცხელ წყალში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან დაავადება შეიძლება უფრო გააქტიურდეს. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 38-40 გრადუსი, მაქსიმუმ 40 წუთით გაჩერდით.

  • სინუსების გაწმენდა. ამ მიზნით ჩაიდანი 37 გრადუსიანი წყლით გაავსეთ, 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და აურიეთ. ტანი წინ დახარეთ, ზურგი და ფეხები გამართეთ, 50 გრადუსით მარჯვნივ მოაბრუნეთ, თავი ზემოთ ასწიეთ და წყალი მარჯვენა ნესტოში ჩაისხით, სითხე მარცხენა ნესტოდან უნდა გამოვიდეს. თავიდან გაჭედილი ცხვირის გამო შეიძლება სწორად ვერ გააკეთოთ, ამიტომ შეუპოვრობა გამოიჩინეთ და ყველაფერი გამოგივათ. პროცედურა მარცხენა მხარეს გაიმეორეთ და ასე 2-ჯერ.

– ყელის სავლებად უბრალო მარილიანი წყალი გამოიყენეთ

სასურველია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი პროცედურის შემდეგ დაწვეთ. თუ ჯერ კიდევ ადრეა, 1 საათში გამაჯანსაღებელი ეტაპები გაიმეორეთ, დაწყებული ცხვირის გაწმენდით. დილით, აბაზანა მიიღეთ და საღამოს წყლის პროცედურები გაიმეორეთ, შემდეგ კვლავ თბილი სასმელი დალიეთ.

Facebook კომენტარები