“ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ”

841

"ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ"

ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ანალიზებით მიზეზი ვერ დადგინდა. ექიმმაც კონკრეტული ვერაფერი მირჩია. სხვა რა გზა მქონდა, ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

2ს/კ ბირკავას იისფერ ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 1 საათით. სვით ყოველდღიურად, დღეში 2-3 ჭიქა ერთი თვის განმავლობაში. ამასთან ერთად 1 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბაბუაწვერას ნაყენიც.

1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში. ერთთვიანი კურსის შემდეგ კისრის ლიმფური კვანძები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს სულ გაქრა. თავადაც სცადეთ და შედეგში დარწმუნდებით.

ექიმის კომენტარი: ბირკავა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ზოგიერთი ძნელად განსაკურნავი დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ყვავილობს ივნის-აგვისტოს პერიოდში. იზრდება ყველგან: ტყეებში, მინდვრებში, გზებზე. მკურნალობის მიზნით იყენებენ მცენარის ფესვებს, ფოთლებს და ყვავილებს. ბირკავა შეიცავს ეთერზეთებს, ცხიმოვან მჟავებს, პექტონურ და მწარე ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ლორწოს, ცილებს, სახამებელს, შაქარს, ინსულინს, მინერალურ ნივთიერებებს, C ვიტამინს, B ჯგუფის, აგრეთვე E და D ვიტამინებს, კაროტინსა და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებას.

მცენარის ნაყენს აქვს ჭრილობის შემხორცებელი, შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება. მას იყენებენ კანის ზოგიერთი დაავადების, პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი პროცესების, ყელის პათოლოგიების, ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს.

მცენარის ნაყენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების ფუნქციას, ხელს უწყობს კენჭების დაშლას და ქვიშის გამოტანას, აძლიერებს შარდვას. რაც შეეხება ბაბუაწვერას, მას ხალხურ მედიცინაში ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს იყენებენ — აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აღიზიანებს ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, რის შემდეგაც აღიგზნება კვების ცენტრი, რაც ააქტიურებს კუჭის წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების წვენების სეკრეციას.

ბაბუაწვერას აქვს, აგრეთვე, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია