თავშავა – ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ბალახი, გაიგეთ მეტი თუ რატომაა ასეთი სასარგებლო იგი . .

1390

თავშავა - ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ბალახი, გაიგეთ მეტი თუ რატომაა ასეთი სასარგებლო იგი . .

ეს მცენარე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ალბათ მისდამი გავრცელეული მცირედი ინფორმაციისდა გამოა

რადგან სინამდვილეში თავშავა ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ სამკურნალო უნარს ფლობს, რის შესახებაც გვინდა დღევანდელ სტატიაში უფრო დეტალურად შეგატყობინოთ, ასევე გასწავლით როგორ გაახმოთ იგი სწორად

თავშავას სასარგებლო თვისებები – აღმოჩნდა, რომ თავშავას მთელი რიგი სამკურნალო თვისებები აქვს. პირველ რიგში, სამკურნალო ბალახი ტკივილს აქრობს. მაგალითად, სახსრების და კბილის ტკივილს. მეორეც, სურდოს სიმპტომებს ამსუბუქებს სასარგებლო ნივთიერების, კარვაკროლის შემცველობის წყალობით, რომელსაც ძლიერი ანტისეპტიკური ფიტონციდური თვისება აქვს. მესამეც, ბალახი ქალურ დაავადებებს კურნავს და ახალგაზრდობას და გონების სიცხადეს ახანგრძლივებს. გარდა ამისა, ნერვებს ამშვიდებს და სწრაფად დაძინებასაც ხელს უწყობს.

გაეცანით თუ როგორ გავახმოთ თავშავა სწორად – ბევრს უკვე გათავისებული აქვს, რომ სახლში გაკეთებული ნაყიდს სჯობს. რაოდენ უცნაურადაც არუნდა ჟღერდეს ეს თავშავას გახმობასაც ეხება. თუ ბალახს თავად არ ზრდით და ყიდვას აპირებთ, ახალი თავშავა შეიძინეთ და არა ხმელი. სააფთიაქო შეფუთვებში მცენარე ზედმეტად გამომშრალია. შესაბამისად, სასარგებლო ნივთიერებებს პრაქტიკულად არ შეიცავს. გარდა ამისა, მწარმოებლები მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის ღეროს იყენებენ. მაშინ როდესაც ღერო სასარგებლო ნივთიერებებს საერთოდაც არ შეიცავს.

უბრალოდ მარტივად აგიხსნით, თავშავა რომ გაახმოთ, ჩრდილში დააწყვეთ. როცა ფოთლები და ყვავილები დაწოლისას დაიფშვნება, მცენარე დამუშავებისა და შენახვისთვის უკვე მზადაა. ღეროს ზედა თავი და ფოთლები მოაშორეთ. თავად ღერო არ გჭირდებათ. შემდეგ კი თავშავა მუყაოს ყუთში შეინახეთ: ასე არომატს შეინარჩუნებს. გახსოვდეთ მინის ქილაში მცენარე "იხრჩობა".

რჩევა!

სანამ თავშავას სამკურნალო მიზნით გამოიყენებთ, სპეციალისტთან, მკურნალ ექიმთან, ლიცენზირებულ ფიტოთერაპევტთან კონსულტანცია გაიარეთ. ამ მცენარესაც უკუჩვენებები აქვს, მათგან ყველაზე მთავარია, ორსულობა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თავშავას მიღება 18 წლამდე ბავშვებისთვისაც არ შეიძლება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია