ეს სასწრაფოა!! კანის 3 ცვლილება, რომელიც ღვიძლის ციროზზე მიგანიშნებთ

1370

ეს სასწრაფოა!! კანის 3 ცვლილება, რომელიც ღვიძლის ციროზზე მიგანიშნებთ

ჩვენს სხეულში მიმდინარე ნებისმიერი არასასურველი პროცესში ხშირად ზედაპირულადაც აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად კი კანის ზოგიერთი ცვლილება ღვიძლის პათოლოგიებზე, მათ შორის ციროზზე, მიუთითებს. ჩვენ კი ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე,რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა ღვიძლის დაავადებები არ გამოგრჩეთ.

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ, ასევე ის შესაძლოა უალკოჰოლო პათოლოგიაც იყოს, თუმცა მათ შორის საერთო ისაა რომ იგი საბოლოო ჯამში სიმსუქნეს იწვევს. საწყის ეტაპზე ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადი პროცესია. როცა მასში ცხიმები უკონტროლოდ გროვდება, ძალიან სერიოზულ გართულებებს იწვევს, მაგალითად, ღვიძლის ქსოვილების საერთო დანაწიბურებას. დამატებით, ღვიძლში ჭარბი ცხიმი თირკმლების დაავადებას, მაღალ არტერიულ წნევას, მე–2 ტიპის დიაბეტს მჭიდროდ უკავშირდება. თუ ორგანოს გაცხიმოვნება უკვე არსებული დიაბეტის ფონზე ხდება, ეს გულის პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.

ცხიმოვანი ღვიძლის განსაკუთრებით სერიოზული „გვერდითი ეფექტი“, რომელიც არ ვლინდება და შეუქცევადად პროგრესირებს, ანთებაა. ანთებითი პროცესები ორგანოს ციროზისკენ მიდრეკილს ხდის. ჩვეულებრივ, ღვიძლის ხანგრძლივი ანთებითი პროცესების შემდეგ იქმნება, რომელზეც ადამიანს შეიძლება წარმოდგენაც არც  კი ჰქონდეს.

  • „ციროზის დროს ღვიძლი ხორკლიანი ხდება და ვიწროვდება, რამაც შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს. სერიოზული პათოლოგიის ნიშნები შეიძლება კანის ცვლილებებით შენიშნოთ“

სიყვითლე: ღვიძლის დანაწიბურების კიდევ ერთი შესაძლო ნიშანი, რომელიც კანზე ჩანს – ყვითელი შეფერილობა, ბილირუბინის მაღალი დონე. სიყვითლისგან შეიძლება თვალის თეთრი გარსიც დაზიანდეს რაც ადვილი შესამჩნევი ხდება

ქავილი: კანის ერთ–ერთი ცვლილება, რომელიც თავად ადამიანმა შეიძლება ღვიძლის ციროზის დროს შენიშნოს. ესაა ქავილი, რომელიც სულ უფრო ხშირდება. ასეთი ქავილი ეგზემას ან მწერის ნაკბენს არ მიეკუთვნება. ერთი შეხედვით, უმიზეზოა.

ჩალურჯებები: ღვიძლის სახიფათო დაზიანებაზე შეიძლება გითითებდეთ ის ფაქტი, რომ კანზე სისხლჩაქცევები უფრო მარტივად ჩნდება, ვიდრე ადრე, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დაზიანებისგან.

ასევე სხვა სიმპტომებია: თუ ამ სიმპტომების გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

აუხსნელი სისხლჩაქცევების გაჩენა კანის ზედაპირებზე, მეხსიერების პრობლემები, გონების დაბინდვა, ტერფების ან ფეხების შეშუპება და მუცლის შებერილობა

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია