“როგორ მოვიშოროთ ყურის ტკივილი სულ რაღაც 1 წუთში?! წვეთები, რომლებსაც მე ყოველთვის წარმატებულად ვიყენებ” . . 

588

“როგორ მოვიშოროთ ყურის ტკივილი სულ რაღაც 1 წუთში?! წვეთები, რომლებსაც მე ყოველთვის წარმატებულად ვიყენებ” . . 

ყურის ანთება (ოტიტი), წესისამებრ, ტკივილით, ყურის დაგუბებით, სმენის დაქვეითებითა და ყურების შუილით იჩენს თავს. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, გაჩნდეს გამონადენი.

ანთების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, უმთავრესად — ინფექცია. თუ ყური გტკივათ, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მიმართოთ, რადგან ყურის დაგვიანებულ ან არასწორ მკურნალობას მძიმე შედეგები მოჰყვება — სმენის დაკარგვა, მენინგიტი და სხვა.

თუმცა განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ოტიტს. მწვავე პროცესის დროს ტკივილი უფრო ინტენსიურია, ქრონიკული ფორმის დროს კი უმეტესად ყურების შუილი და სმენის დაქვეითება შეიმჩნევა. პირველი დახმარება გარეთა სასმენ მილში ქაფურის სპირტით გაჟღენთილი ბამბის ჩადება და სპეციალისტთან რაც შეიძლება მალე მისვლაა.

მკითხველი ითხოვდა ყურის ტკივილის სამკურნალო რეცეპტს, ამიტომაც გიზიარებთ ხალხურ ტრადიციულ მეთოდს:

ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ეს რეცეპტი ძველი „კარაბადინიდან“ ამოვიწერე. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა. სცადეთ იქნებ თქვენც გრგოთ ამ მეთოდმა!

ექიმის კომენტარი: ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B1 და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს.

ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტებისას, გარეგანად გამოიყენება სოკოვანი დაავადების დროს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედებაც. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს.

გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს.

Facebook კომენტარები