გირჩევთ ეს სასმელი ძილის წინ მიირთვათ და შედეგად მთელი დღის მანძილზე აკრეფილ კალორიებს დაწვავთ!!

1734

გირჩევთ ეს სასმელი ძილის წინ მიირთვათ და შედეგად მთელი დღის მანძილზე აკრეფილ კალორიებს დაწვავთ!!

თუ გსურთ წელის გარშემო ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ ამისთვის დღესდღეობით მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა მათგან ეფექტურობით მხოლოდ რამდენიმე თუ გამოირჩევა. დღესდღეობით ადამიანების ერთი ნაწილი სხვადასხვა ცხიმწველი კოქტეილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა უამრავი ადამიანი, რომელმაც მსგავსი საშუალებების ძალა საკუთარ თავზე გამოცადა, მათ ეფექტურობას ადასტურებს.

ცხიმწველი კოქტეილი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, არა მხოლოდ ეფექტურად აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს, არამედ აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქრონიკული შეკრულობის პრობლემა აწუხებთ!

გიზიარებთ იმ საოცარი სასმელის რეცეპტს, რომელიც ასტიმულირებს წონის კლების პროცესს:

აღნიშნული საშუალების მიღება რეკომენდებულია საღამოს საათებში, ჯერ კიდევ დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასე საკვები, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში იღებთ, გაცილებით სწრაფად გადამუშავდება, რაც სასარგებლოა წონის კლებისთვის.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები კი შემდეგია:

  • ნახევარი ლიმონი, 250 მლ ანადუღარი წყალი
  • ოხრახუშის რამდენიმე ღერო, 1 მწიკვი დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. თაფლი

მომზადების წესი საკმაოდ მარტივია:

ანადუღარ წყალში ჩაამატეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი და დაქუცმაცებული ოხრახუში. რეკომენდებულია ამ ნარევის მომზადება დილის საათებში და მისი დაყოვნება საღამომდე. ამის შემდეგ ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით დარიჩინი,თაფლი და ძმარი. შემდეგ კი კარგად გადაურიეთ.

ზედმეტი კილოგრამების შესამცირებლად კი მიიღეთ მზა სასმელი ვახშმობიდან 2 საათის შემდეგ და გაემზადეთ დასაძინებლად. ეს საშუალება ეფექტურად აჩქარებს, როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს გაწმენდაში, რის ხარჯზეც ეფექტურად ვუმკლავდებით ზედმეტ კილოგრამებს სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე.

რა თქმა უნდა, მეტი ეფექტურობისთვის, აუცილებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა კვებაში და საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა, მჯდომარე ცხოვრების წესი ნამდვიად არ მოგვიტანს სარგებლს

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგი და სასარგებლო იქნება. იზრუნეთ როგორც საკუთარ ისევე თქვენი მეგობრების ჯანმრთელობაზე, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია