ნაფხვენი,რომელიც 90% კალციუმისგან შედგება. აი, როგორ უნდა მიიღოთ ეს საშუალება ძვლების და სახსრების გასაძლიერებლად, წნევის ნორმაში მოსაყვანად

651

ნაფხვენი,რომელიც 90% კალციუმისგან შედგება. აი, როგორ უნდა მიიღოთ ეს საშუალება სახსრების და ძვლების გასაძლიერებლად, ასევე წნევის ნორმაში მოსაყვანად

საუბარი გვაქვს კვერცხის ნაჭუჭზე, რომელიც დაახლოებით 90% მაღალხარისხიან კალციუმს, ასევე კალიუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმის და სილიკონის ნაერთებს შეიცავს. კალციუმს, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭთან ერთად ვღებულობთ, ორგანიზმი სწრაფად ითვისებს – სპეციალურ მედიკამენტებზე უფრო უკეთ!

ალბათ არ გაგიკვირდებათ ის ინფორმაცია, რომ ნაჭუჭის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი, ბევრ ექიმბაშურ რეცეპტში კვერცხის ნაჭუჭიდან მიღებული კალციუმით მდიდარი ფხვნილი შედიოდა.

ხოლო არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ნაჭუჭი თავისი შემადგენლობით ადამიანის ძვლის და კბილის შემადგენლობას ჰგავს. ფხვნილის რეგულარული მიღება ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და კალციუმის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები შეგიძლიათ დაივიწყოთ.

როგორც ცნობილია, კალციუმი ორგანიზმში ძვლის ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს – აი, რას ნიშნავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი აი როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში:

მას სისხლის არტერიული წნევა ნორმაში მოჰყავს, იგი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ასევე ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს და გულძმარვას სწრაფად მკურნალობს

ხოლო ბავშვებში ანემიის და რახიტის პროფილაქტიკას წარმოადგენს – ყველაფერი რკინის შემცველობით;

ჯრადიონუკლიდები ორგანიზმიდან გამოაქვს, თან თმის და ფრჩხილების სილამაზეს უზრუნველყოფს, შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადების მკურნალობა

მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და არანაირ შრომას არმოითხოვს:

კვერცხის შემადგენლობა ჭურჭელში გადაიტანეთ, ნაჭუჭი კი გარეცხეთ და 5 წუთით აადუღეთ, შემდეგ ნაჭუჭი გამოაშრეთ – 5-6 საათის შემდეგ მზად იქნება.

შიგნითა მხრიდან თხელი ფენა მოაშორეთ, შემდეგ ფხვნილი მოამზადეთ. კარგად დააქუცმაცეთ. ფხვნილი ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ. თავზე მჭიდროდ დახურული გქონდეთ.

შეგიძლიათ მოხარშული კვერცხის ნაჭუჭიც გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კვერცხს გამოიყენებთ – თეთრს თუ ყავისფერს.

წლამდე ბავშვებს ზრდაში განვითარებისა და კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის დღეში მწიკვი ფხვნილი მიეცით. თანდათანობით სამკურნალო საშუალების დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ – 7 წლის ასაკში შეგიძლიათ დღეში 0,5 ჩ/კ ფხვნილი მისცეთ.

უფროსებს დღეში 1-2 ჩ/კ ფხვნილი მიღება შეუძლიათ და ბავშვებს 14 წლის შემდეგ. ასე კალციუმის დღიურ დოზას მიიღებთ. ძალიან სასარგებლოა ლიმონის წვენის და ფხვნილის ნარევი  – ასე ალერგიის და დიათეზის ნიშნებს მოიშორებთ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია