ორგანიზმის გაწმენდის 7 საუკეთესო მეთოდი: გამოიყენეთ შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად

718

ორგანიზმის გაწმენდის 7 საუკეთესო მეთოდი: გამოიყენეთ შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად

სამწუხაროდ, დღესდღეობით კომფორტული პირობების შედეგია ცუდი ჰაერი, ბინძური წყალი, სანერვიულპ სამუშაო, პესტიციდები, ნიტრატები და საკვებ პროდუქტებში ჰორმონები. ეს ყველაფერი ორგანიზმში გროვდება და ორგანოებს ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის, გარეგნულ მხარეს და განწყობას აუარესებს, ასევე სხვადასხვა დაავადების გაჩენას იწვევს. სწორედ ამიტომ, დროდადრო დაგროვილი მავნე ნივთიერება უნდა მოიშოროთ.

ტოქსინებისგან გაწმენდის დროს ორგანიზმიდან მეტაბოლიზმის პროდუქტები,შლაკები, მარილი, მძიმე ლითონები, რადიონუკლიდები გამოდის. სწორედაც ჩვენ თქვენთვის რამდენიმე გამოცდილი მეთოდი შევაგროვეთ, რომლებიც ორგანიზმს ყველაფერი ზედმეტის მოშორებაში დაეხმარება. შედეგად უფრო ჯანმრთელები გახდებით.

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან?

ჩიას თესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასახდომი პროდუქტია. ღამით 2 ს/კ ჩიას თესლს 1 ჭიქა წყალი დაასხით, დილით თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. მიიღეთ როგორ პუდინგი ხილთან ერთად ან კისელის სახით დალიეთ. თავს დანაყრებულად დიდი ხნით იგრძნობთ, შლაკებსა და ტოქსინებს მოიშორებთ და საჭმლის მონელება გაუმჯობესდება.

მცენარე ბაყაყურას ჯერ კიდევ ავიცენა მოიხსენიებდა, როგორც გველის ნაკბენის და მოწამვლის  საწინააღმდეგო საშუალებას. დღეში 4 ჩ/კ დაქუცმაცებული ბაყაყურას თესლი მიღება საკმარისია. შეგიძლიათ საკვებს დაუმატოთ ან უბრალოდ თბილი წყალი დაასხათ.

სორბენტი ორგანიზმის გასაწმენდი პროდუქტების სიაში აუცილებლად უნდა იყოს. სტერეოტიპების მიუხედავად, ენტეროსორბენტის მიღება არა მხოლოდ ნაწლავური ინფექციის დროს შეიძლება. კრემნიუმის დიოქსიდი,გააქტიურებული ნახშირი, მაგნიუმის სულფატი,პოლისორბი ნაწლავებს პათოგენური ნივთიერებებისგან ნაზად ასუფთავებს. ეს საშუალებები კანის დაავადების,ალერგიის, ნაბახუსევის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ხოლო იგი გახდომის პროცესი ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

 სელის თესლის და გოგრის ზეთი ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცხიმის მწველ ვიტამინებს აწვდის. ისინი ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს და უჯრედის ნორმალურ მუშაობას აღადგენს. და რაც მთავარია, ისინი ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებენ,იმუნურ სისტემას აძლიერებენ და ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობენ. სელის და გოგრის თესლის ზეთი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ მიიღეთ. შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია