არტერიების და სისხლის ქოლესტერინისგან გასაწმენდად ამ 40 დღიან კურს ვიტარებ, რეცეპტი!
იმისათვის, რომ გაიწმინდოთ არტერიები დაგროვებული ცხიმისგან და ტოქსინებისგან , ასევე გაზარდოთ მათი ელასტიურობა და გაიჯანსაღოთ ორგანიზმსი, აუცილებელია რეგულარულად დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარება.
ექსპერტების მტკიცებით, ადამიანები, რომელთა არტერიები 70%-ითაა დაბლოკილი, განიცდიან ტკივილს მკერდის არეში, აღენიშნებათ ქრონიკული დაღლილობა,გულის გახშირებული ცემა და თავბრუსხვევა, ასევე მათთვის ხშირია ღებინების შეგრძნება და გართულებული სუნთქვა. ყოველივე ამან კი სავსებით შესაძლებელია მიგვიყვანოს ინსულტამდე,გულის შეტევამდე და სხვა უამრავ სერიოზულ დაავადებამდე.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თქვენთვის გასაოცარი რეცეპტის გაზიარება, რომელიც გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, გაგიწმენდთ არტერიებს, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნიორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენს პლანეტაზე. ეს ნატურალური საშუალება, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით, 100%-ით უსაფრთხო და ძალზედ ეფექტურია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რასაც ვერ ვიტყვით სპეციალურ აბებზე, რომელთათვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
ნიორი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედების რეგენერაციაში და გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. ამ პროდუქტისა და ლიმონის კომბინაციით ჩვენ ვიღებთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, გვიწმენდს არტერიებს მავნე ნივთიერებებისგან,ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და რამდენჯერმე ამცირებს სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს.
გარდა ყოველივე ამისა, უახლესი კვლევებით დამტკიცდა, რომ რეგულარულად ნივრის მიღებით მსხვილი ნაწლავის, კუჭის, სარძევე ჯირკვლების და კუჭქვეშა ჯირკვლისა სიმსივნის განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.
მის მოსამზადებლად კი თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები
- 3 საშუალო ზომის ლიმონი; 4 კბილი ნიროი;
- 3 ლიტრი წყალი.
მომზადებაც საკმაოდ მარტივია:
თავდაპირველად გაასუფთავეთ ნიორი კანისგან, შემდგომ კი დააქუცმაცეთ გასუფთავებული ნიორი და ლიმონი.
ბოლოს კი მოათავსეთ საშუალო ზომის ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი, მას შემდეგ, რაც ნარევი გაგრილდება, გაანაწილეთ ის მინის ქილებში და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ ერთი ან ორი სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.