რატომ დავნებდე ავადმყოფობას, როცა ეზოში წითელი მკურნალი იზრდება? თქვენც გაეცანით სამყურას სამკურნალო თვისებებს. .

31056

რატომ დავნებდე ავადმყოფობას, როცა ეზოში წითელი მკურნალი იზრდება? თქვენც გაეცანით სამყურას სამკურნალო თვისებებს. .

ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სარეველა მცენარე სამყურაა, რომელიც ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. თუმცა მიუხედავად ამისა, იგი შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება რომელთა წყალობითაც მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.

რადგან სამყურას იყენებენ ყურებში ხმაურის, მხედველობის დარღვევის, ნევროზის,  თავის ტკივილების, დეპრესიისა და ხასიათის ცვლილებების სამკურნალოდ. მკურნალობისთვის ყველაფერი გამოიყენება: გამომშრალი ბალახი, მისი წვენი და ნაყენი.

წვენის მოსამზადებლად სამყურას ნებისმიერი სახეობა გამოიყენება. მცენარეს ჭრიან ყვავილებს, აქუცმაცებენ ფაფის მიღებამდე და ჭყლეტენ წვენის მისაღებად.

სამკურნალო სამყურას თვისებები:

მცენარის წვენს ურევენ არაყს 1:3 პროპორციით, რათა დიდხანს ინახებოდეს და მთელი ზამთრის განმავლობაში ეყოთ. თუ მკურნალობა სამყურას აყვავების პერიოდში მიმდინარეობს, მაშინ მოერიდეთ სპირტს და მხოლოდ ახალდაწურული წვენი მიიღეთ.

მას შემდეგნაირად ამზადებენ: სამყურას ყვავილებს აქუცმაცებენ ან ბლენდერში თქვეფენ, შემდეგ 5 ს.კ. მომზადებულ ბალახის მასას ურევენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. 10 წუთში წვენს გადაწურავენ მარლის რამდენიმე ფენაში და მზადაა.

იმის მიუხედავად, თუ რომელი წვენით მიმდინარეობს მკურნალობა, იგი 2 თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 1-2 ს.კ. კონცენტრირებული გაზავებული წვენის მიღება 60 დღის განმავლობაში.

სამყურას წვენი  არეგულირებს ტემპერატურას, გვეხმარება გაციების დროს, არბილებს ხველას და წმენდს სასუნთქ გზებს. ტრაქეიტის,ბრონქიტის და პნევმონიის დროს შესანიშნავი დამხმარეა.განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მიიღეთ 1 ს.კ. სამყურას წვენი დღეში 7ჯერ.

სამყურას წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის. იგი დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც  საშვილოსნოსშიდა სისხლდენა,მენსტრუალური ტკივილები, ანემია ან კლიმაქსის პერიოდი აქვს.

ქალბატონებმა უნდა მიიღონ 1 თვის მანძილზე დღეში 5 ს.კ, წვენი სამყურათი ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა შეთანხმდეს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებთან.

სამყურას წვენი – ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და ხელს უშლის ინტოქსიკაციას. თუმცა, რაღა თქმა უნდა ეს მცენარე პანაცეა არაა ყველა დაავადების დროს და სრული განკურნებისთვის აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის კურსის გავლა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია