თრომბები – ჩუმი საფრთხე ჩვენი სიცოცხლისთვის.გაიგეთ როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და რა იწვევს მას!

6594

თრომბები – ჩუმი საფრთხე ჩვენი სიცოცხლისთვის.გაიგეთ როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და რა იწვევს მას!

იშემიური ინსულტი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ ბოლოს ფატალური შედეგებითაც კი სრულდება. თრომბების ფორმირება სისხლძარღვებში და მათი დაცობა – ინსულტის გამომწვევი მთავარი მიზეზი. ხოლო თუ პაციენტი შესაბამის ცოდნას არ ფლობს და პრობლელმის დიაგნოსტიკას ადრეულ სტადიაზევე ვერ ახერხებს, სავალალო შედეგების მიღების რისკი ძალიან მაღალია.

ამიტომაც გვსურს ამ თემასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რომ დროულმა ინტერვენციამ იხსნას როგორც თქვენი ასევე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაც

რატომ ჩნდება თრომბები სისხლძარღვებში:

დაზიანებულ სისხლძარღვებში ხშირად ჩნდება თრომბი, რომელიც მის სანათურს ახშობს – ეს ყოველივე კი ითვლება, რომ ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციაა, რომლის დახმარებითაც ის თავიდან ირიდებს ჭარბი რაოდენობით სისხლის დაკარგვას.

თუმცა სხვადასხვა ბევრი მიზეზისდა გამო, სისხლში თრომბების რაოდენობა შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს, ეს ყოველივე კი უფრო მეტად სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ მათი ფორმირების მთავარი მიზეზი სისხლის მიმოქცევის შენელება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და სისხლძრღვების შიდა კედლების სტრუქტურის დარღვევაა.

თრომბები შეიძლება წარმოიქმნას როგორც ვენებში ასევე არტერიებშიც. ხოლო  მიზეზებისდა გამო ეს მასა შეიძლება დაიძრას და იქცეს ინსლუტის გამომწვევ მთავრ მიზეზად. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევის შენელება, რაც თრომების არსებობის თანმხლები მოვლენაა, წარმოადგენს ვენების ვარიკოზული დაავადებებისა და ჭარბი წონის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს.

ხოლო თრომბების წარმოქმის მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებსაც დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხანი უწევთ მჯდომარე სამუშაოს კეთება ან დიდხანს იმყოფებიან ერთსა და იმავე პოზაში.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მოწევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სისხლის შედედებას განაპირობებს, რადგან ნიკოტინი ორგანიზმში მოხვედრისას გამოათავისუფლებს ე.წ. თრომბოქსანს.

თრომბების ფორმირების პროფილაქტიკა

ჩვენგან რეკომენდაცია იქნება, რომ ყოველდღიურ კვების რაციონში აუცილებლად შეიტანოთ საკვები პროდუქტები, რომლებიც სისხლს ათხევადებს. ასეთი პროდუქტებია: მწვანე ჩაი – მასში შემავალი რუტინები ბლოკავს საფრთხის შემცველ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობს თრომბების ფორმირებაში, თინუსი – ამინომჟავა ტაურინი, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს. გარდა ამ პროდუქტებისა, რეკომენდებულია კვების რაციონის გამდიდრება მარცვლეულით, ზღვის პროდუქტებით, ლობიოს მარცვლებით, თხილეულითა და ბოსტნეულით.

აუცილებლად დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. თუნდაც დღეში 30 წუთი, ეს თქვენს ჯანმრთელობას ნამდვილად სასარგებლოდ წაადგება. ან საღამოობით მცირე ხნით ფეხით მაინც გაისეირნეთ

ასევე აუცილებლად მიიღეთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალი. 1,5-2,5 ლიტრი წყალი დღეში – ესაა ნორმა ზრდასრული ადამიანებისთვის.

აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ წონაზეც! ადამიანები, რომლებიც ჭარბწონიანები არიან, თრომბების ფორმირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები