სარეცხი საპონი: ქალბატონების დამხმარე საშუალება თავის მოვლასა და საოჯახო საქმეებში
სარეცხის საპონი უნიკალური მიგნებაა, რომელიც ძალიან ბევრ რამეში შეგიძლია გამოიყენო. ბაზარზე ის ძალიან ადრე გაჩნდა, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის მისი სასარგებლო თვისებები და მხოლოდ რეცხვისთვის იყენებენ. ეხლა კი გაგიზიარებთ სარეცხის საპნის უდიდეს მნიშვნელობას, ამის შემდეგ კი ყოველთვის იქნება 1 საპონი მაინც თქვენს ოჯახში. იცოდეთ ის უბრალოდ შეუცვლელი პროდუქტია, ის უსაფრთხო და ჰიპოალერგიულია.
- მცირე ნაკაწრებისა და ჭრილობის სარეცხის საპნით შეზეთვა
ამცირებს ინფექციის რისკს, აგრეთვე ეხმარება ჭრილობას, რომ უფრო სწრაფად შეხორცდეს. მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის რისკს და აჩქარებს შეხორცებას.
- სისხლჩაქცევების გაჩენის თავიდან ასაცილებლად
მიღებული დაჟეჟილობის სამკურნალოდ ძალიან კარგი საშუალებაა საპონი, დაიმუშავეთ დღეში რამდენჯერმე და გაქრება იმის შანსი რომ გაჩნდეს სისხლჩაქცევები, ასევე ყოველ დილით სარეცხი საპონის გამოყენებით შეამცირებთ ან სულ გააქრობთ იმის რისკს, რომ გაგიჩნდეთ მუწუკები.
- ანტივირუსული საშუალება
გრიპის დაწყების და ასევე ცხვირზე გამონაყარის დროს კარგია იმკურნალოთ საპნით, ბამბის ტამპონი დაასველე სარეცხის საპონის ხსნარით და დაიმუშავეთ ცხვირის მიდამოები, მალევე გაქრება მუწუკები და გამონადენიც.
- ფეხის სოკოების სამკურნალოდ
ფეხებზე სოკოების გასაქრობად ძალიან მარტივი და ეფექტური ხერხია, დაიბანეთ ყოველ საღამოს ერთი კვირის განმავლობაში სარეცხი საპნით, შედეგს კვირის ბოლოსვე მიიღებთ, ასევე ფეხებზე აქრობს უსიამოვნო სუნს რადგან ანტი ბაქტერიულია და მოხმარების შემდეგ კლავს ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს პეხებზე გამოყოფენ უსიამოვნო სუნს.
- გაპარსვის ან ეპილაციის შემდგომ
არ გჭირდებათ ძვირადღირებული გელები, გაპარსვის შემდეგ დაიბანეთ სახე საპნით და არასდროს გაგიღიზიანდებათ კანი, პირიქით კანი ბევრად სასიამოვნო ნაზი და მოხდენილი გახდება.
- თმის დაბანა სარეცხი საპნით
ძალიან სასარგებლოა თმის დაბანა სარეცხი საპნით, თვეში 2 ჯერ მაინც რომ გააკეთოთ ეს, თმა და მისი ძირები ბევრად ძლიერი გახდება , აიცილებთ თმის წყვეტას, ცვენას და ასევე აქრობს ქერტლსაც.
- სიწითლისა და მუწუკების სამკურნალოდ
მუწუკების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა, სარეცხის საპონი მოათავსეთ თასში დაასხით თბილი წყალი და ჩაყარეთ 1 პატარა ჭიქით მარილი, მიღებული ქაფი წაისვით კანზე გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს საშუალება ჩაიტარეთ დღეში ორჯერ, მისი შედეგი გასაოცარია
- ტანსაცმლიდან ძლიერი ლაქების მოშორება
თუ ტანსაცმლის ძლირ ლაქებს დაამუშავებთ სარეცხი საპნით მანქანაში შეყრამდე, თქვენ აღარ დაგჭირდებათ მათეთრებელი, ყველაფერი სუფთა, რბილი და ფუმფულა იქნება.