წარმოიდგინეთ, რამდენი ისტორიისა და გამოცდილების დაგროვება შეიძლება 2 778 წელში. ზუსტად ამდენ წელს ითვლის მსოფლიოს ერთ ერთი უძველესი ქალაქი რომი და დღეს უკვე იტალიის დედაქალაქი.
რომში ბევრად მეტი უცნაური და გასაოცარი ამბავი იმალება, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. ამ ქალაქის ყველაზე პატარა ქუჩაც კი გასაოცარ ამბებს ჩურჩულებს და უჩვეულო ისტორიებს გვიყვება. რომის დაუჯერებელ ლეგენდებში გასარკვევად და დროის უკან გადასახვევად, რომის ტური აუცილებლად დაგჭირდებათ. ამიტომ, ამ მოგზაურობაში შევეცდები, რომ მე ვიყო თქვენი გიდი და მოგიყვეთ ადგილზე, სადაც ისტორია და ამბები ხელშესახებია და ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს იგებ.
უცნაური ამბები მარადიული ქალაქიდან
1. III საუკუნის დასაწყისში რომში მოწყალების თხოვნა აიკრძალა
რომის იმპერიაში იყო იმპერატორი, სახელად ევსებიუსი, რომელმაც ქუჩაში ღარიბი მოსახლეობის ყოფნა და მოწყალების თხოვნა აკრძალა. ის თვლიდა, რომ ეს ყველაფერი ქალაქის ესთეტიკას აფუჭებდა და დიდებულებას უკარგავდა, ამიტომ ევსებიუსის მმართველობის დროს რომის ღარიბ მოსახლეობას ქალაქიდან დევნიდნენ.
2. რომი კატებმა გადაარჩინეს
როგორც ჩანს, ეს ქალაქის დაარსების წუთიდან მნიშვნელოვნად არის ცხოველებზე დამოკიდებული.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქი თითქოს აჩრდილების სამფლობელოდ გადაიქცა. სახლების უმეტესობა ნანგრევებად იყო ქცეული, ეს გარემო კი იდეალური გახდა ვირთხებისთვის. მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქში ეპიდემიებსა და ვირუსებს ავრცელებდნენ, რაც რეალურ საფრთხეს ქმნიდა. და აი, ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ ქალაქის ახალი მცველები , კატები. კანონი მათზე პირდაპირ ამბობდა: „კატის დაზიანება ზიანია სახელმწიფოსთვის“. მათ გადაარჩინეს უზარმაზარი ცივილიზაციის აკვანი ეპიდემიებისგან. რომში ეს ამბავი დღემდე ახსოვთ, ამიტომ დღემდე არსებობს კატებისთვის სპეციალური ადგილები და მადლიერების ნიშნად სახელმწიფო მათთვის ყოველწლიურად გამოყოფს ბიუჯეტს.
3. რომის კოლიზეუმში ზღვის ბრძოლები იმართებოდა
ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორი იყო კოლიზეუმი, რომი 2000 წლის წინ. როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა ქალაქის ოქროს ხანაში, ახლა კი წარმოიდგინეთ: ამ დროს იმპერატორები, ნერონი და ტიტუსი, ამფითეატრს წყლით ავსებდნენ, პატარა ხმელთაშუა ზღვას ქმნიდნენ. შემდეგ კი… იწყებოდა საზღვაო ბრძოლების დიდი სპექტაკლი ტყვეებისა და სპეციალურად გაწვრთნილი მებრძოლების ჩართულობით, რასაც არაერთი ადამიანი ეწირებოდა, მაგრამ სანახაობა პოპულარულობას არ კარგავდა.
ახლა კი დროა დავუბრუნდეთ ოცდამეერთე საუკუნის რომს, რომელიც თავისი ყველა ღირსშესანიშნაობით, მაგალითად, როგორიც არის კოლონას სასახლე, რომის ფორუმი, პანთეონი, თუ მრავალი სხვა ისტორიული ნაგებობით, ყველაზე მდუმარედ, მაგრამ ყველაზე საინტერესოდ ყვება საუკუნეების ისტორიას.






























