კბილების გათეთრება სახლის პირობებში. მარტივი და ეფექტური რეცეპტი

2685

კბილების გათეთრება სახლის პირობებში. მარტივი და ეფექტური რეცეპტი

ზოგჯერ ლამაზი ღიმილი სიტყვებზე მჭევრმეტყველია. ღიმილი გაცილებით მიმზიდველია, თუ კბილები ლამაზი და თეთრია.

ლამაზი და ჯანმრთელი კბილები არა მარტო ბუნების საჩუქარია, არამედ სისტემატური მოვლის შედეგია. იმისთვის, რომ სწორად მოვუაროთ კბილებს, საჭიროა იმის ცოდნა თუ რა ნივთიერებები ახდენენ გავლენას კბილების ფერის შეცვლაზე.

როგორ შეიძლება დაკარგოს კბილმა სითეთრე?!

ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე მათ შორის:

  • ჩაისა და ყავის ზედმეტი მოხმარებისას
  • მოწევისას
  • დაბერების გამო
  • კბილების იშვიათი გახევსი გამო

მაგრამ გახსოვდეთ სითეთრე ყოველთვის შეგიძლიათ დაუბრუნოთ თქვენს კბილებს. და ამისთის სულაც არ არის საჭირო, გაიქცეთ ექიმთან, ან კიდევ აფთიაქში და შეიძინოთ ძვირადღირებული მათეთრებლები, რომლებმაც შეიძლება გათეთრების ნაცვლად ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს, მასში შემავალი უამრავი გაუგებარი ელემენტების გამო.

დიახ! მაღაზიაში და აფთიაქებში არსებული კბილის მათეთრებელი პროდუქტები შეიცავენ ქიმიკატებს, რომლებმაც შიძლება ზიანი მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას და საბოლოოდ გამოიწვიონ კბილების გაფუჭება.

სახლის პირობებში კბილების გათეთრება.

თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც 2 ინგრედიენტით, გაითეთროთ კბილები. ესენია:

  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი სოდა

4 ნაბიჯი და დაემშვიდობეთ ყვითელ კბილებს:

  1. ლიმონის წვენი შეურიეთ სოდას, იქამდე ურიეთ სანამ ბუშტუკებს არ გაიკეთებს.
  2. შემდეგ ბამბის ნაჭერით ან ახალი კბილის ჩოთქით მოათავსეთ თქვენს კბილებზე.
  3. ნარევი გაიჩერეთ ერთი წუთის განმავლობაში.
  4. შემდეგ გაიხეხეთ კბილები როგორც ყოველთვის, რომ მჟავა მოიცილოთ, დიდხანს არ გაიჩეროთ მჟავა, რადგან შეიძლება გაიფუჭოთ კბილის ემალი.

ეს პროცესი გაიმეორეთ კვირაში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში და დაემშვიდობეთ ყვითელ კბილებს.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია