10 საშინაო სამკურნალო საშუალება სრულყოფილი ფეხებისთვის

2468

10 საშინაო სამკურნალო საშუალება სრულყოფილი ფეხებისთვის

თითქოს გვგონია, რომ დახეთქილი ქუსლები გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად. თითქოს ყველა ასაკში შესულ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. მაგრამ არა, დახეთქილი ქუსლები არამარტო ასაკიანი ადამიანის პრობლემაა, ის შეიძლება აწუხებდეს 30 წელს გადაცილებულ ადამიანსაც. იგი როგორც ძალიან მტკივნეული, ასევე ძალიან ულამაზოცაა. დაბზარული ქუსლების სწრაფი  მკურნალობა შეამცირებს სიმპტომებს და ხელს შეუშლის ღრმა დახეთქვასა და სისხლდენას.

უმეტესად გაბზარული ქუსლების მიზეზებად იქცევა ხოლმე:

მშრალი ჰაერი

სხეულის გაუწყლოება

ფეხის არასწორი მოვლა

არაბალანსირებული კვება (ვიტამინების, მინერალების და ცილების დეფიციტი)

სხეულის დაბერება 

არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი

წარმოგიდგენთ  10 მარტივი საშუალებას,, რომლითაც სწრაფად შეგიძლიათ მოიცილოთ დაბზარული ქუსლები.

  1. ლიმონის, მარილის, გლიცერინის და კალენდულას ნაყენი.

ეს ნიღაბი ხელს უწყობს კანის შერბილებას, დატენიანებას და გაჯანსაღებული ქუსლების სწრაფად მოშუშებას. შეურიეთ 1 ჩ /კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ გლიცერინი და 1 ჩ/კ  კალენდულას ნაყენი.

წაისვით სუფთა და მშრალ ფეხებზე. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით,გაიმშრალეთ და ჩაიცვით ბამბის წინდები. წაისვით ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი კვირაში ერთხელ.

  1. მცენარეული ზეთი

ზეთების წასმა მთავარია, რომ თავიდან აიცილოთ კანის გაბზარვა. წაისვით მცირე რაოდენობით თბილი ზეთი ფეხების გაწმენდისთვის ძილის წინ.

  1. ბანანი

მწიფე ბანანი ერთ-ერთი ყველაზე იაფი საშუალებაა ბზარების სამკურნალოდ, მათი თვისებების წყალობით, ბანანი ატენიანებს და კვებავს კანს, რაც ხელს უწყობს შეხორცებას. გახეხეთ ბანანის რბილობი და წაისვით ფეხების კანზე. დატოვეთ ნიღაბი მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენთვის სასურველი ზეთი.

ბანანისა და ავოკადოს ნიღაბიც შესანიშნავია.

  1. ვაზელინი და ლიმონის წვენი

ეს ორი ინგრედიენტი აურიეთ თანაბარი რაოდენობით და წაისვით სუფთა კანზე, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  1. ცვილი

ძალიან ეფექტური საშუალებაა ამ ტიპის პრობლემის მოსაგვარებლად. გახსენით 1 ს/კ  ბუნებრივი ცვილი 100 მლ/ლ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში, კარგად აურიეთ და წაისვით ყოველ საღამოს ძილის წინ.

  1. თაფლი

თავისი თვისებების გამო, თაფლი ხელს უწყობს ბზარების განკურნებას, მიკრობებისა და სოკოების აღმოფხვრას. უბრალოდ წაისვით მცირე რაოდენობით თაფლი გაწმენდილ ქუსლებზე და დაელოდეთ მინიმუმ 30 წუთი.

  1. ბრინჯის ფქვილი

ბრინჯის ფქვილი კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი ფეხები რბილი და ჯანმრთელი იყოს. უბრალოდ წაისვით მცირე რაოდენობით ფქვილი სუფთა და მშრალ ფეხებზე დილით, არ ჩამოიბანოთ.

  1. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთს მრავალი სარგებელი მოაქვს და შესაფერისია კანის ყველა პრობლემის სამკურნალოდ. წაისვით საღამოს მცირე რაოდენობით ზეთი კანის გასაწმენდად და დაელოდეთ მის მოქმედებას დილამდე.

  1. შვრია

შეუთავსეთ შვრიის ფაფა ან ბურღულეული ცოტა ცხელ წყალს. წაისვით დაზიანებულ ქუსლებზე 20-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით ნიღაბი კვირაში ერთხელ. ფეხები იდეალურ მდგომარეობაში იქნება.

  1. სეზამის ზეთი

ეფექტურად გაუმკლავდეთ ბზარებს. წაისვით მცირე რაოდენობით ზეთი ფეხის სუფთა კანზე, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში და დაიხეხეთ ფეხის ძირები სახეხით. გაიკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია