გამოიყენეთ ბანანის ქერქი კანის გასაჯანსაღებლად

1302

გამოიყენეთ ბანანის ქერქი კანის გასაჯანსაღებლად

ყველამ კარგად ვიცით, რამდენად სასარგებლოა და ჯანსაღი ხილია ბანანი. თუმცა ცოტას თუ ეცოდინება მისი კანის სარგებელის შესახებ.  ჩვენ მოგიყვებით ბანანის ქერქის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომლის საშალებითაც გაიუმჯობესებთ სახის კანს. ამ მეთოდების გაგების შემდეგ ბანანის ქერქს აღარ გადააგდებთ სანაგვე ყუთში.

ბანანის ქერქის გამოყენების 5 სხვადასხვა გზა

  1. მკურნალობს ეგზემის, აკნეს და ფსორიაზის სიმპტომებს 

ბანანის ქერქში არსებული კალიუმისა და ანტიოქსიდანტის მდიდარი შემცველობის წყალობით, შეიძლება შეგიმცირდეთ ქავილი და ანთება სახეზე, რომელიც გამოწვეულია ფსორიაზის, აკნესა და ეგზემას გამო.

  1. ათავისუფლებს თვალის შეშუპებას

ბანანის ქერქი შეიცავს კალიუმს. კალიუმი ხელს უწყობს თქვენს კანზე გარე მარილის აღმოფხვრას, რაც იწვევს სითხის შეკავებასა და გაბერილ თვალებს.

ამისთვის საღამოს, ძილის წინ თქვენ უნდა გაჭრათ ბანანის ქერქი 2 ნაწილად. დაიდეთ თვალებზე ისე რომ კარგად დაიფაროს მთლიანი თვალი. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით თვალი დამცხრალი და დამშვიდებული იქნება.

  1. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.

ბანანის ქერქი შეიცავს C ვიტამინს. ეს ქერქს ხდის ანტიოქსიდანტების შესანიშნავ წყაროს, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მავნე ულტრაიისფერი სხივების შეწოვას.

  1. ატენიანებს კანს

შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ბანანის ქერქს შეუძლია დაგეხმაროთ მშრალი კანის დატენიანებაში.

ამისთვის ბანანის ქერქი დაჭერით პატარა ნაჭრებად. შემდეგ კი შეიზილეთ კანში. შედეგად მიიღებთ დატენიანებულ და ვიტამინებით გაჯერებულ კანს.

  1. ამცირებს დაბერების ნიშნებს

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ კანის უჯრედებს. ამ შემთხვევაში, ბანანის ქერქები ეხმარება. როგორ? ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლიან უჯრედების დაზიანებას და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს.

რაც უფრო მცირეა დაზიანება, მით უფრო დაბლა იწევს დაბერების ნიშნები, როგორიცაა ასაკის ლაქები და ნაოჭები. ამიტომ, თუ გინდათ ახალგაზრდული და პრიალა კანი, თქვენ მხოლოდ ბანანის კანი გჭირდებათ.

თქვენ მხოლოდ უნდა წაისვათ ბანანის ქერქი კანზე. გაიჩეროთ დააახლოებით 30 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები