9 ბუნებრივი საშუალება მშრალი კანის დასატენიანებლად

1800

9 ბუნებრივი საშუალება მშრალი კანის დასატენიანებლად

სახის კანს წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაერად სჭირდება დატენიანება. ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი გაუარესების გამო სიცივე იწვევს კანის გამოშრობას. კანის ხანგრძლივი სიმშრალე იწვევს ნაოჭების გაჩენას ადრეულ ასაკში. ნაოჭებიანი, მშრალი და აქერცლილი კანი უფრო ასაკიანს გვაჩენს, ვიდრე რეალურად ვართ. გარდა ამისა, გაბზარული და მშრალი კანი შეიძლება იყოს მიკრობების თავშესაფარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები. და ზედმეტად მშრალმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ეგზემა.

თუ გაწუხებთ მშრალი კანის პრობლემა, მაშნ ეს სტატია თქვენთვისაა. გვინდა გაგაცნოთ 10 ბუნებრივი დამატენიანებელი მშრალი კანის სამკურნალოდ.

რძე

თუ გაწუხებთ კანის ქავილი და აქერცვლა, რძე შვენიერი გამოსავალი იქნება. რძე თქვენი კანის კვების ფანტასტიკური წყაროა, რადგან ის შეიცავს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ამშვიდებს ქავილს და სიმშრალეს. წაისვით რძე კანზე ბამბის ტამპონით, გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი კანი რძის გამოყენების შემდეგ იბრწყინებს.

თაფლი

თაფლს უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია სახის კანისთვის. ის არა მხოლოდ ასუფთავებს კანს მავნე ბაქტერიებისგან, არამედ შეიცავს დამამშვიდებელ თვისებებსაც, რომლებიც კანის აღდგენას უწყობს ხელს. თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი. აიღეთ თაფლი და წაისვით დაზიანებულ ადგილას,  გააჩერეთ ათი წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მაიონეზი

იგი შეიცავს ბუნებრივ დამატენიანებელ თვისებებს, რაც ტენიანობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 1 კოვზი მაიონეზი წაისვით კანზე და დატოვეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. მაიონეზი არბილებს კანს.

იოგურტი

იოგურტს მრავალი სარგებელი მოაქვს თქვენი კანისთვის. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს კანის სიმშრალეს. იგი ასევე შეიცავს რძემჟავას, რომელიც აშორებს ბაქტერიებსა და მიკრობებს, რომლებიც კანის სიმშრალეს იწვევს. მისი გამოსაყენებლად წაისვით იოგურტი მთელ სახეზე, და გააჩერეთ ათი წუთი.

ავოკადო

ავოკადოში შემავალლი ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები დაგეხმარებათ კანის აღდგენაში. ავოკადო შეიცავს A ვიტამინს, რაც ხელს უწყობს კანის აღდგენას და სიგლუვის შენარჩუნებას. მის გამოსაყენებლად ავოკადო დააქუცმაცეთ, წაისვით თქვენი კანის დაზიანებულ ადგილას და გააჩერეთ ათი წუთი.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი  ატენიანებს კანს. ის სასარგებლოა მშრალი კანის აღსადგენად, რადგან მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით. წაისვით ქოქოსის ზეთი ძილის წინ და გააჩერეთ იგი მთელი ღამის განმავლობაში, ჩამოიბანეთ დილით. ამის შემდეგ თქვენი კანი უფრო გლუვი და რბილი იქნება.

შვრიის ფაფა

იგი ფუნქციონირებს როგორც ნაზი აქერცვლა. თქვენს კანზე მკვდარი უჯრედების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სათანადო ტენიანობის მარაგი, რის შედეგადაც იგი გამოშრება. აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი შვრიის ფაფა და შეურიეთ მათ წყალი, რომ მიიღოთ პასტა. ნაზად წაისვით დაზიანებულ კანზე, რომ მოიშოროთ მკვდარი კანის უჯრედები.

ალოე ვერა

ალოე ვერა დამამშვიდებლად მოქმედებს დაზიანებულ და მშრალ კანზე. იგი შეიცავს მდიდარ ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაზიანებული კანის აღდგენას და ასევე ქმნიან სქელ გელიან ფენას თქვენს კანზე, რაც უზრუნველყოფს დამცავ ფენას.

წყალი

უკიდურესად მშრალი კანისთვის რეკომენდებულია უამრავი წყლის დალევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასმელი წყლის ჩანაცვლება არ შეიძლება დამატენიანებელი საშუალების გამოყენებით.

თუ მშრალი კანი გაქვთ, არ ინერვიულოთ! სცადეთ რომელიმე ეს ბუნებრივი დამატენიანებელი და მშრალი კანი აღდგება.

 

Facebook კომენტარები