დაემშვიდობეთ სითხის შეკავებას, შეშუპებასა და ჭარბ წონას ერთ კვირაში ამ რეცეპტის დახმარებით!

23780

დაემშვიდობეთ სითხის შეკავებას, შეშუპებასა და ჭარბ წონას ერთ კვირაში ამ რეცეპტის დახმარებით!

იყენებთ სხვადასხვა დიეტებსა და მეთოდებს წონის დასაკლებად, მაგრამ თქვენი ყველა მცდელობა უშედეგოა? ამის მიზეზი შეიძლება უბრალოდ იყოს სითხის შეკავება თქვენს სხეულში.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რის გამოც სხეულში სითხე გროვდება. როგორც წესი, ეს გამოწვეულია შარდის ან ენდოკრინული სისტემის ცუდი ფუნქციონირებით (ანტიდიურეზული ჰორმონის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და ქალის სასქესო ჰორმონების წარმოების დარღვევა). ზოგჯერ სხეულში სითხის შეკავება შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ საკვების თვისებებთან, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. მაგალითად ერთი გრამი მარილი ინარჩუნებს 100 გრამ სითხეს.

არსებობს რამდენიმე საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის აღმოფხვრასა და ორგანიზმში დეტოქსიკაციის პროცესის სწრაფად და ეფექტურად გააქტიურებაში.

ამ საკვების მომზადება ძალიან მარტივია. გარდა ამისა ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და შეღავათიან ფასებში შეძლებთ მის მომზადებას.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 პატარა კონა ოხრახუში (დაახლოებით 10-12 ტოტი)
  • 1 საშუალო სტაფილო
  • 1 ფორთოხალი 
  •  1/4 ლიმონი
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლი
  • გაფილტრული წყალი (დაახლ. 100-150 მლ)

როგორ მოვამზადოთ?

ლიმონი და ფორთოხალი გამოწურეთ კარგად. შემდეგ კი წვენი მოათავსეთ ბლენდერში. დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენს. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი. ყველა ეს ინგრედიენტი კარგად დააბლენდერეთ. შემდეგ გაწურეთ (სურვილისამებრ) და მაშინვე დალიეთ.

სასურველი იქნება თუ არ დაამატებთ რაიმე დამატკბობელს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სასმელის ეფექტურობას.

უბრალოდ დალიეთ დღეში 1 ჭიქა ეს წვენი, რომ იგრძნოთ შედეგები. ჩვეულებრივ, პირველი კვირის განმავლობაში თავს კარგად გრძნობთ და თქვენი წონა შემცირდება.

  • თუ ამ ბუნებრივ საშუალებას რეგულარულად იყენებთ, საოცარ ცვლილებებს შეამჩნევთ თქვენი კანისა და თმის მდგომარეობაში.
  • ეს სასმელი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება და სასარგებლო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.
  • და რაც მთავარია, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმში სითხის შეკავების აღმოფხვრას, შეშუპებისა და ჭარბი წონის მოცილებას.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია