საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს! საუბარი გვაქვს სალბისა და თაფლის მალამოს შესახებ. .

703

საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს! საუბარი გვაქვს სალბისა და თაფლის მალამოს შესახებ. .

ხშირად კანის დაზიანების დროს, როდესაც შეხორცების პერიოდი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს პროცეს თან ახლავს დალურჯებები. სილურჯე დაზიანდებისდა მიხედვით განსხვავდება, ზოგჯერ კი იმდენად მკვეთრი და დიდია, რომ ტკივილის მიღმა ერთგვარად არაესთეტიურიც კია. ამიტომაც დღეს გვსურს გაგაცნოთ ხალხური, ტრადიციული მალამო რომელიც ამ პრობლემას საკმაოდ მარტივად გაუმკლავდება.

დიახ საუბარი გვაქვს უნიკალურ სალბსა და თაფლის მალამოზე, რომელიც გამოირჩევა ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებებით, რისი წყალობითაც დაზიანებული ზედაპირი მალევე ხორცდება და იწყება დაზიანებული ქსოვილების აღდგენა!

სანამ უშუალოდ ამ გასაოცარი საშუალების რეცეპტს გაგაცნობთ. მანამდე გვსურს მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მალამოს ორ მთავარ ინგრედიენტზე სალბსა და თაფლზე.სალბი – საკმაოდ ცნობილი სამკურნალო მცენარეა, რომლის თვისებებისდა წყალობით ის ხელს უშლის ბაქტერიების და პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელებას. ამიტომაც ის საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება კანის ზედაპირული დაზიანებების სამკურნალოდ.

თაფლი – მის სამკურნალო თვისებებზე ალბათ არა ერთხელ გსმენიათ. თაფლი მართლაც რომ გამოირჩევა თავისი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ამიტომაცაა რომ ის ხშირად გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად და დაზიანებული უჯრედების აღსადგენად.

სალბის და თაფლის მალამო: 

საჭირო ინგრედიენტები რომლებიც მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:

– 2 ს.კ. სალბის მშრალი ფხვნილი

– 4 ს.კ. ნატურალური თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:

სტერილურ შუშის ქილაში მოათავსეთ ინგერიენტები და კარგად გადაურიეთ ხის კოვზით. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით ბენ ადგილზე 24 საათით. დროის გასვლის შემდგომ კი მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

პირველ რიგში კარგად გაისუფთავეთ ჭრილობა და შემდეგ უკვე წაისვით მალამო, დაზიანებულ ადგილზე კარგად შეიზილეთ და დაიტოვეთ 20-30 წუთით.

პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ამ პროცედური ჩატარება შეგიძლიათ დღეში 2-3 ჯერ, კანის სრულ აღგენამდე.

გაითვალისწინეთ! ღია და ღრმა ჭრილობაზე ამ მალამოს გამოყენება არაა რეკომენდირებული.

Facebook კომენტარები