ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისთვის
თმის ზრდის ხელშესაწყობად ჩვენთვის ცნობილი მეთოდებიდან ასეთ რჩევების შეთავაზება შეგვიძლია: თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.
Შემადგენლობა:
- 1 ს.კ. დიმექსიდი
- 3 ს.კ. ქაცვის ზეთი
ზოგი გოგონა ამტკიცებს, რომ ამ ნიღბის ეფექტურობა უბრალოდ ჯადოსნურია - თმა თვეში 3-4 სმ იზრდება! ასევე ქაცვის ზეთი არის ნამდვილი "ბალზამი" ჭაღარა თმისთვის, ის ძალზე ეფექტურად აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას.
გაათბეთ ზეთი, დაუმატეთ დიმექსიდი, წაისვით თმაზე, კარგად შეიზილეთ ძირები და სკალპი. გაიჩერეთ თმა თბილი პირსახოცის ქვეშ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც ქაცვის ექსტრაქტი შედის, თავის კანის ზედმეტ ცხიმიანობას შესანიშნავად უმკლავდება და თმის ბოლოების გაყოფასაც უშლის ხელს.
ქაცვის წყალობით თმის დაზიანებული სტრუქტურაც აღდგება, თმა უფრო სქელი და ძლიერი ხდება. ქაცვის ზეთიანი შამპუნები და ბალზამები კვებავენ და იცავენ თმის ძირებს. ქაცვის ზეთი ასტიმულირებს თმის ზრდას და ამაგრებს თმის ძირებს, ქაცვის ზეთი შეიზილეთ თმაში, დაბანამდე 1 საათით ადრე. კვებავს თავის კანს და აუმჯობესებს თმის გარეგნობას. ქაცვის ზეთი ანიჭებს მას ძალას და ჯანმრთელ ბზინვარებას.
ასევე, ცხიმიანი თმისათვის – აბუსალათინის და ქაცვის ზეთი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით (2ს.კ.), დაუმატეთ 2 კვერცხის გული, წაისვით თავის კანზე გაიჩერეთ 30წთ. და ჩამოიბანეთ.
დიექსიდი ხელს უწყობს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას. ეხმარება თმის ფოლიკულებს სასარგებლო ნუტრიენტებით და ცხიმოვანი მჟავებით. დიმექსიდი ასტიმულირებს თმის ნიღბების მუშაობას და აჩქარებს მათ ეფექტს; პრეპარატს აქვს საშრობი ეფექტი, კვებავს სუსტ და თხელ თმას.დიმექსიდი ზრდის სისხლის მიმოქცევას. მას აქვს აღდგენითი და სამკურნალო ეფექტი. აჩქარებს თმის ზრდას და გასქელებას.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.