როგორ მოვიშოროთ მიმიკური ნაოჭები თვალებქვეშ?

2542

როგორ მოვიშოროთ მიმიკური ნაოჭები თვალებქვეშ?

მიმიკური ნაოჭების მოშორება სახლის პირობებში არც თუ ისე რთულია, მოამზადეთ შემდეგი ეფექტური ნიღბები:

1.კარტოფილის ნიღაბი

ინგრედიენტები: უმი კარტოფილი -1 ცალი; ადუღებული რძე- 2 ჩ/კ; ფქვილი-2 ჩ/კ

მომზადების წესი: უმი კარტოფილი გავხეხოთ სახეხზე. 2ჩ/კ უმ კარტოფილს დავუმატოთ ამავე რაოდენობის რძე და ფქვილი. მასა კარგად ავურიოთ, დავიტანოთ თვალების ირგვლივ და გავიჩეროთ 15 წუთის განვალობაში. ჩამოვიბანოთ ცივი წყლით და დავიტენიანოთ კრემით.

2.ოხრახუშის და კარტოფილის ნიღაბი

ინგრედიენტები: ახალი ოხრახუში- 1ს/კ; კარტოფილი-1 ცალი; მცენარეული ზეთი-1ს/კ

მომზადების წესი: მოვამზადოთ ოხრახუშის ნაყენი. 1ს/კ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დავუმატოთ 0,5 ლ. მდუღარე წყალი,გავაჩეროთ 15 წუთი,რომ გაგრილდეს. 1ს/კ უმ გახეხილ კარტოფილს დავუმატოთ 2ს/კ ოხრახუშის ნაყენი და 1ს/კ მცენარეული ზეთი.მასა გადავიტანოთ მარლაში და გავიჩეროთ 15 წუთი თვალების ქვეშ. ნიღაბი არ ჩამობანოთ.ნიღბის გაკეთება რეკომენდეირებულია ყოველ საღამოს.

3.შვრიისა და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენრები: თაფლი; შვრიის ფქვილი; კვრეცხის ცილა 1ცალი.

მომზადების წესი: 1ს/კ თაფლი და შვრიის ფქვილი ერთმანეთში ავურიოთ და დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. მასა დავიტანოთ თვალებ ქვეშ და გავიჩაროთ მანამ სანამ არ შეშრება. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

4.მარწყვის და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენტები: ახალი მარწყვი; ზეითუნის ზეთი -1ს/კ; თაფლი,გვირილის ნაყენი -1 ჩ/კ

მომზადების წესი: დაჭყლეტილ მარწყვს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,თაფლი და გვირილის ნაყენი და ავურიოთ.მასა სახეზე დავიტანოთ და გავიჩეროთ 20 წუთი,შემდეგ მოვიშოროთ თბილ რძეში დასველებული ბამბის დისკებით და ჩამივიბანოთ გრილი წყლით.

5.ხაჭოს და სტაფილოს ნიღაბი

ინგრედიენტები: ხაჭო-1ს/კ; სქელი,ახალი ნაღები-1ს/კ; სტაფილოს წვენი-1ს/კ

მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში. მასა სახეზე გავიჩეროთ ნახევარი საათი,შემდგომ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.სახეზე გადავისვათ ყინულის კუბიკი და ფრთხილად გავიმშრალოთ პირსახოცით.

6.გრეიფრუტუს ნიღაბი

ინგრედიენტები: ნახევარი გრეიფრუტი; არაჟანი-1ჩ/კ; სტაფილოს წვენი-1ჩ/კ; დაფქვილი ბრინჯი-1ს/კ.

მომზადების წესი: გრეიფრუტის ნაყოფი ჩავჭყლიტოთ და დავუმატოთ არაჟანი,სტაფილოს წვენი და ბრინჯის ფქვილი.მასა დავიტანოთ სახეზე და გავიჩეროთ 30 წუთი,შემდგომ ჩამოვიბანოთ და წავისვათ გრეიფრუტის წვენი,გავიჩეროთ შეშრობამდე.ნაოჭების ადგილებზე წავისვათ სეზამის ზეთი 1 საათი და შემდგომ მოვიშოროთ დარჩენილი ზეთი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია