ლობიოს სასარგებლო თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ. არ მეგონა, ასეთი ჯანსაღი თუ იქნებოდა

2786

ლობიოს სასარგებლო თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ. არ მეგონა, ასეთი ჯანსაღი თუ იქნებოდა

ლობიო, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაჩნდა, პარკოსანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის მეტად ორიგინალური და სასარგებლო კულტურაა. ძველ რომში ლობიოს საკვებად არ იყენებდნენ, სამაგიეროდ ფართოდ მოიხმარდნენ კოსმეტოლოგიაში. დედოფალ კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ლობიოს შემცველი ნიღაბი გახლდათ.

დღეს ლობიოზე ვისაუბრებთ არა როგორც საკვებზე, არამედ ჯანმრთელობისა და თავის მოვლის უნიკალურ პროდუქტზე.

ლობიოს იყენებენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების მკურნალობისას, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. სასარგებლოა ლობიოს მიღება ქრონიკული რევმატოიდული ართრიტებისა და პოდაგრას დროს. ლობიოს პარკები მდიდარია არგინინით, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინის მსგავს გავლენას ახდენს.

კარგად მოქმედებს ასევე ლობიოს პარკის ნახარში: 100 გრამ პარკს დავასხამთ 1 ლ. წყალს და ვადუღებთ 500 მლ-მდე ჩამოსვლამდე. მიღებული ნახარში უნდა დაილიოს მთელი დღის მანძილზე. თუმცა ამგვარი მეთოდით მკურნალობა შეიძლება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს, ხანშიშესულ ასაკში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ლობიოს კერძები (განსაუთრებით პიურეს ფორმით) სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულის მოქმედების რიტმის დარღვევისა და გასტრიტის დროს. ლობიოს გააჩნია გამწმენდი და შარდმდენი თვისება. შარდმდენ ეფექტს ახდენს, ძირითადად მწვანე ლობიოს პარკი. ლობიო, განსაკუთრებით თეთრი ჯიშები, დიდხანს გადამუშავდება და ქმნის სქელ მასას, არბილებს სარძევე ჯირკვლებსა და ფილტვებს.

ლობიოს კარგი დიეტური თვისებების გააჩნია, რის გამოც გამოიყენება დიეტურ კვებაში კუჭ-ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს და გულის უკმარისობისას. აღნიშნულ პროდუქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედებაც და მისი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ლობიოს მარცვლების ან მარცვლიანი პარკის ნახარში რეკომენდებულია, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის ან გულის უკმარისობის ნიადაგზე წარმოქმნილი შეშუპების დროს.

ითვლება, რომ ლობიო ასევე ძალიან სასარგებლოა კბილებისთვისაც. ლობიოს რეგულარული მოხმარება ხელს უშლის კბილბზე ნადების წარმოქმნას, რაც აიხსნება ამ პროდუქტის ანტიბაქტერიული მოქმედებით.

როგორც უკვე ვახსენეთ, ლობიო კოსმეტიკური მიზნითაც გამოიყენება. მოხარშული ლობიოს მარცვლები დასრისეთ, აურიეთ ზეთი და ლიმნის წვენი და დაიდეთ სახეზე: ამგვარი ნიღაბი კვებავს კანს საჭირო ელემენტებით, აჯანსარებს მას, გლუვსა და ელასტიკურს ხდის, აშორებს ნაოჭებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია