7 რჩევა იმის შესახებ თუ როგორ გავხადოთ ჩვენი თმები უფრო სქელი და გრძელი ერთ თვეში!

1526

7 რჩევა იმის შესახებ თუ როგორ გავხადოთ ჩვენი თმები უფრო სქელი და გრძელი ერთ თვეში!

მოცემულ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომლებიც ორჯერ უფრო ეფექტურად მოქმედებენ, ვიდრე ცნობილი ბრენდების პროდუქტები.
გაეცანით თითოეულ რეცეპტს და შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი.

ალოე

ალოეს ფოთლები გაჭეროთ შუაზე და გამოწურეთ იქ არსებული წვენი. შეიზილეთ ის თმის ბოლოებში და დაიმასაჟეთ, ეს დაეხმარება ალოეს წვენს უკეთ შეწოვაში და ასევე დააჩქარებს სისხლის მიმოქცევას თმის ძირებში. გაიჩერეთ 2 საათი ან თუ შესაძლებელია მთელი ღამის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.

ვაშლის ძმარი

თმის დაბანის შემდეგ საყვარელი კონდიციონერის მაგივრად გამოიყენეთ ვაშლის ძმარი. არ ჩამოიბანოთ, შეიშრეთ თმაშივე.

მდოგვის ფხვნილი

გახსენით 2 ს/კ მდოგვის ფხვილი ამავე რაოდენობის ცხელ წყალში, დაუმატეთ კვერცხის გული, 2 ს/კ ბირკავას ზეთი(репейное масло) და 2 ჩ/კ შაქარი.
ნარევი წაისვით თმაზე, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კონიაკი

კონიაკს დაუმატეთ კვერცხი და ცოტა ოდენი ზეითუნის ზეთი. დაიტანეთ თმის ძირებზე და შემდეგ მთლიან თმაზე. გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ ჩამობანეთ.

ლიმონი

ერთმანეთში აურიეთ საშუალო ზომის ნახევარი ხახვის წვენი, 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი, 1 ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული. ნარევი გაათბეთ და თბილ მდგომარებაში დაიტანეთ თმის ძირებზე. ჩამოიბანეთ ერთი საათში.

დარიჩინი

2 ჩ/კ დარიჩინი, 4 ჩ/კ ლურჯი თიხა ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ნებისმიერი ზეთის რამოდენიმე წვეთი. დაიტანეთ თმაზე, 30 წუთის შემდეგ ჩამობანეთ შამპუნით.

მოცემული ნიღბების ეფექტურობას იხილავთ იმ შემთხვევაში თუ მას გამოიყენებთ კვირაში 2-3 ჯერ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია