ნაღვლის ბუშტის ანთებას მე ამ ნახარშის მეშვეობით ვუმკურნალე! გაეცანით ჩემს რეცეპტს. .

1996

ნაღვლის ბუშტის ანთებას მე ამ ნახარშის მეშვეობით ვუმკურნალე! გაეცანით ჩემს რეცეპტს. .

სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. წამლებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, შემწვარსაც გეახლებით და ცხიმიანსაც. ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს შინაურ წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს. ერთ მათგანს თქვენც გასწავლით:

1,5 კგ ჭარხალი გათალეთ, დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლ წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 4-5 საათი ნელ ცეცხლზე ხარშეთ. ეს ნახარში უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

ექიმის კომენტარი:  ჭარხალს მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს. XX საუკუნეში ამ ბოსტნეულსა და მის წვენს დადებითი შეფასება მისცეს ექიმებმა და დიეტოლოგებმა. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის. მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება.

კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის — ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან. ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ B,-ის სინთეზი, ასევე საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ბოჭავს ნაწლავებში, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინმჟავები) და მინე- რალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია