იდეალური ფორმულა გაზაფხულზე ვირუსებისგან თავის დასაცავად!! ზუსტად ის, რაც ახლა გჭირდებათ!

649

იდეალური ფორმულა გაზაფხულზე ვირუსებისგან თავის დასაცავად!! ზუსტად ის, რაც ახლა გვჭირდებათ!

ტრადიციული ევროპული მედიცინის შესანიშნავი ფორმულა გაციების წინააღმდეგობის გასაწევად და ვირუსების დამარცხება წამლების გარეშე!

შვეიცარიელი კათოლიკე ბერი იოჰან კუნცლე (1857-1945) სებასტიან კნეიპთან ერთად იყო სამკურნალო მცენარეების ევროპული ტრადიციული ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი აღმდგენი და ბუნებრივი მედიკამენტების გულმოდგინე დამცველი.

ასე რომ, კუნცლის რეცეპტი გრიპისა და გაციებისთვის ამ გაზაფხულზე, როდესაც ვირუსების შემოტევაა ნამდვილად გამოგადგებათ! პრეპარატი მზადდება ახალი მცენარისგან, რომელიც ჯერ უნდა გაირეცხოს და შემდეგ დანაწევრდეს.

წამალია აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება, ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას, ხსნის ხველას, გაციებას და გრიპს და აღადგენს საერთო ჯანმრთელობას.

ინგრედიენტები:

1 ქილა თხევადი ნატურალური თაფლი
3 ნაწილი ფურისულას ყვავილები
2 ნაწილი მრავალძარღვა
1 ნაწილი გვირილა

მცენარეები გავრეცხოთ, კარგად გავამშრალოთ და დავჭრათ, დავამატოთ თაფლი შუშის ქილაში და ბოლოს დავხუფოთ მტკიცე თავსახურით. ასე დატოვეთ მშრალ და ბნელ ადგილას სამი კვირის განმავლობაში.იმისათვის, რომ თაფლმა სრულად აითვისოს მცენარის აქტიური კომპონენტები, ქილა ორ დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ, ხოლო დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ნარევი.

მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ყოველდღე დილით და 2 სუფრის კოვზი ღამით.

Facebook კომენტარები