როგორ მოვიცილოთ ფერიმჭამელები? ადგილობრივი მეთოდი, რომელიც ძალიან შედეგიანია!

1519
Flekosteli
Flekosteli
 


თუ თქვენ გარდატეხის ასაკში აღარ ბრძანდებით, მაშინ სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე.
ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში.
სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით.
დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა). 

Facebook კომენტარები
Varikosette
Varikosette