ქერტლის მოშორებას ამ 1 ინგრედიენტით შეძლებთ. საოცრად ეფექტურია

1274

ქერტლის მოშორებას ამ 1 ინგრედიენტით შეძლებთ. საოცრად ეფექტურია

ქერტლი არის კანის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც თმებში და თავის ქალაზე იწვევს კანის თეთრი ან ნაცრისფერი ანაქერცლების გამოჩენას.

ანაქერცლი ხშირად შესამჩნევი ხდება, როდესაც ისინი ცვივა მხრებზე. ქერტლის დროს თავის კანი შეიძლება იყოს გამომშრალი და იწვევდეს ქავილის შეგრძნებას. ეს მდგომარეობა არ არის გადამდები და არ უქმნის ჯამრთელობას საფრთხეს, მაგრამ შეიძლება იყოს უსიამოვნო და შემაწუხებელი.

თურმე საკვები სოდა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი შამპუნი! მასში არსებული კომპონენტები ჩვენს თმას ნებისმიერ ჭუჭყს და ქერტლს მოაშორებენ. ცნობილია, რომ ის თავის კანს არ აღიზიანებს, ამიტომ ადამიანების უმრავლესობისთვის ის უსაფრთხოა და თმის ფაქტობრივად ყველა ტიპს უხდება.

სოდა თმას ჭუჭყს, ზედმეტ ცხიმს აშორებს, მაგრამ დამატენიანებელი შამპუნი არ არის. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შამპუნი შეგიძლიათ თმაზე გადაინაწილოთ და 1 წუთში ჩამოიბანოთ. ფრთხილად იყავით, რადგან ამ მეთოდის ხშირად გამოყენება სიმშრალეს იწვევს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ბოთლი
  • საკვები სოდა
  • წყალი

მომზადების წესი:

  • აურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი პროპორციით 1:3 (1 წილი სოდა და 3 წილი წყალი);
  • თმა დაასველეთ;
  • ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ, ამისთვის ბოთლი შეანჯღრიეთ;
  • მიღებული მასა თმის კანზე წაისვით და მასაჟი გაიკეთეთ;
  • შამპუნი 1–3 წუთით დაიტოვეთ;
  • თუ საჭიროა, მასა თმის ბოლოებზეც გადაანაწილეთ;
  • სოდა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოდა ასევე მშრალი შამპუნის ანალოგად იქცევა. უბრალოდ წაისვით ის თავის კანზე, თმის ბოლოებზე და საშრობი გამოიყენეთ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია