რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, ამ რეცეპტის დახმარებით შევძელი მათთვის თავის დანებება! სცადეთ თქვენც

2112

რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, ამ რეცეპტის დახმარებით შევძელი მათთვის თავის დანებება! სცადეთ თქვენც

დიდი ხანია მაწუხებს წნევა. რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, შევძელი მათთვის თავის დანებება. წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა თქვენც გაგიზიარო ჩემი გამოცდილება. ჭარხლის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

დროდადრო ჭარხლის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოს წვენით, რომელიც უნდა სვათ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. გირჩევთ ზაფხულობით ჭამოთ ბევრი მოცხარი და მარწყვი— კენკრა წნევას აქვეითებს. საკმაოდ ეფექტიანია ასეთი საშუალება: გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში  5 თავი ხახვი, 20 კბილი ნიორი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი. ნარევს დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი და დააყარეთ 1 კგ შაქარი. დადგით გრილ ადგილას 10 დღე, დროდადრო შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).სწორედ ამ გასაოცარ საშუალებამ გადამარჩნა სააფთიაქო საშუალებებზე დამოკიდებულებისგან! ჩემი მართლაც წარმატებული გამოცდილების შემდგომ ამ რეცეპტს ჩემს გარშემო ყველას ვუზიარებ, მათ შორის თქვენც. იმედია თქვენთვისაც ისეთივე ეფექტუი აღმოჩნდება როგორც ის ჩემთვისაა

ქიმის კომენტარი: საწყის ეტაპზე როდესაც ჰიპერტონიული დაავადება აწუხებს პაციენტს მართლაც შესაძლებელია სააფთიაქო პრეპარატების შეცვლა მსგავსი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებებით. ხალხურ რეცეპტებში ხშირად მოიხსენიება ჭარხალი, როგორც წნევის დამწევი საშუალება. მსგავსი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენსაც. რაც შეეხება ხახვის, ნივრის და ლიმონის ნარევს, აღნიშნული კომპონენტები დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები